ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

მამუკა მდინარაძე

პოლიტიკა 1713891862

მამუკა მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ, დეოკუპაციის, ქვეყნის განვითარების და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობის გზაზე - გელოდებით ყველას 29 აპრილს

„კიდევ უფრო ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია, დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, დამოუკიდებლობა, ჭეშმარიტი ევროპული გზა და დემოკრატია, ოჯახური ღირებულებები, ქართული იდენტობა და ტრადიციები, ადამიანის უფლებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ, სუვერენიტეტის განმტკიცების, დეოკუპაციის, ქვეყნის განვითარების და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობის გზაზე-გელოდებით ყველას 29 აპრილს!” - ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.როგორც მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, „ჩვენთვის მარტივად არაფერი ხდება, მაგრამ მაინც ყოველთვის გამარჯვებულები გამოვალთ, მთავარია მართლები ვიყოთ საკუთარი სამშობლოს და მისი ღირსეული მომავლის წინაშე!”„ვინმე თუ წარმოიდგენდა წლების წინ, რომ ადამიანი, რომელიც ორ კანონს, - გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებების შესახებ, საპარლამენტო განხილვაზე გამოიტანდა, წარადგენდა, ვინმეს განსაკუთრებული, კოორდინირებული თავდასხმების ობიექტი გახდებოდა?„ფეიკებით“, კონტექსტის დამახინჯებით, დეზინფორმაციით და ყველა ამორალური გზით ცდილობენ გავლენის მოხდენას, რომელმაც ჩემზე იმოქმედოს, ეს კი შეუძლებელია, მაგრამ დეზინფორმაციის მთელი სისტემა რომ მუშაობს, ხო ფაქტია?! ან ასეთი კანონების დაინიცირებისთვის, სანქციებით მუქარას თუ გაუბედავდა ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს ვინმე, ამისი წარმოდგენა შესაძლებელი იყო? რა სანქცია, ჩვენი წინაპრები თავს წირავდნენ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის…როგორც ჩანს, აქამდეც მივედით და ამით კიდევ უფრო ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, დამოუკიდებლობა, ჭეშმარიტი ევროპული გზა და დემოკრატია, ოჯახური ღირებულებები, ქართული იდენტობა და ტრადიციები, ადამიანის უფლებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ, სუვერენიტეტის განმტკიცების, დეოკუპაციის, ქვეყნის განვითარების და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობის გზაზე. ჩვენთვის მარტივად არაფერი ხდება, მაგრამ მაინც ყოველთვის გამარჯვებულები გამოვალთ, მთავარია მართლები ვიყოთ საკუთარი სამშობლოს და მისი ღირსეული მომავლის წინაშე! გელოდებით ყველას 29 აპრილს! #ღირსებით ევროპისკენ” - წერს მამუკა მდინარაძე.       

კრისტი

ტაბლოიდი 1713891852

VIDEO: კრისტი აბაკუმოვა და სალომე უშხვანი ერთმანეთს მწვავედ დაუპირისპირდნენ

კრისტი აბაკუმოვა და სალომე უშხვანი ერთმანეთს მწვავედ დაუპირისპირდნენ. ვიდეოში, რომელსაც „პრაიმ ჰაუსი“ ავრცელებს, ჩანს, რომ სალომე კრისტიზე გაბრაზებულია და სახის გაძრობით ემუქრება. კონფლიქტის მიზეზს მაყურებელი, დღეს, 23:00 საათზე შეიტყობს. ნახეთ ვიდეო:

წილოსანი

პოლიტიკა 1713890740

ნინო წილოსანი: გამოცემა „პუბლიკა“ აგრძელებს სიცრუის ტირაჟირებას, ამჯერად, „ფეიკი“ მამუკა მდინარაძის კონტექსტიდან ამოგლეჯილი ციტატების გავრცელებაა და ამის კვალდაკვალ, ქალების უფლებების დაცვის მოტივს ამოფარებული აქტივისტების მუქარები

 პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, გამოცემა “პუბლიკას” მიერ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის ციტატის დამახინჯებული ფორმით გავრცელებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს. კერძოდ, წილოსანის განცხადებით, ონლაინ გამოცემა “პუბლიკა” აგრძელებს სიცრუის ტირაჟირებას და ხელოვნური განაყოფიერების თემაზე კონტექსტიდან ამოგლეჯილ ციტატებს ავრცელებს. დეპუტატის თქმით, სინამდვილეში, მამუკა მდინარაძემ, დასმული კითხვის საპასუხოდ, პირიქით, მხარი დაუჭირა ქალებს მათი უფლებების რეალიზებაში. “ონლაინ გამოცემა "პუბლიკა" თავის ჩვეულ სტილში აგრძელებს სიცრუის ტირაჟირებას. ამჯერად, მორიგი ფეიკი მამუკა მდინარაძის კონტექსტიდან ამოგლეჯილი ციტატების გავრცელებაა და ამის კვალდაკვალ, ქალების უფლებების დაცვის მოტივს ამოფარებული აქტივისტების მუქარები ვისაც რეალურად გაინტერესებთ შეგიძლიათ ლაივში მოუსმინოთ მამუკა მდინარაძეს. ის დასმულ კითხვას პასუხობს, საუბრობს ხელოვნური განაყოფიერების თემაზე და ამ კონტექსტშიც, პირიქით აღიარებს ქალის უფლებებს და მხარს უჭერს მათი უფლების რეალიზებას. მორჩით ამ მდაბიო ფეიკებს, აღარ იყიდება.” - წერს ნინო წილოსანი.

საზოგადოება

საზოგადოება 1713889908

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით რკინიგზა დამატებით რეისებს ნიშნავს

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა ბათუმისა და ფოთის მიმართულებით დამატებით რეისების ნიშნავს.საქართველოს რკინიგზა დამატებული რეისების მოძრაობის განრიგს აქვეყნებს.„ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებგვერდის საშუალებით – ticket.railway.ge; სწრაფი გადახდის აპარატებით; საქართველოს რკინიგზის სალაროებში; საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“, – აღნიშნულია რკინიგზის ინფორმაციაში.

zaqaria

საზოგადოება 1713889575

"ის 80 წლისაა და მისთვის სიცოცხლეშივე უნდა მეთქვა, თუ როგორ მიყვარს" - ქართველი ფოტოგრაფი ბრაზილიელ ლეგენდასთან საოცარ შეხვედრაზე

ნიჭიერ ახალგაზრდა ქართველ ფოტოგრაფს - ზაქარია ჭელიძეს ბრაზილიელი ფოტოდოკუმენტალისტის - Sebastião Salgado-ს პირადად ნახვა, ოცნებად ჰქონდა. 80 წლის კერპთან შესახვედრად სამყაროს უხმო, ნაცნობ-უცნობი დაიხმარა, ძალები არ დაიშურა და ლონდონში აღმოჩნდა. მართალია, ამჯერად, მის გამოფენა-საუბარს ვერ დაესწრო, თუმცა სალგადოს შეხვდა, ქუჩაში, გულით და ძალზე უშუალო გარემოში და ჯილდოდ - სამახსოვრო ფოტო მიიღო."ის 80 წლისაა და სიცოცხლეშივე აუცილებლად უნდა მეთქვა, თუ როგორ მიყვარს" - ამბობს ზაქარია და "პრაიმტაიმს" ლონდონიდან ემოციებს უზიარებს.მადლობა უთხრა, მაგრამ ბოლომდე ვერ გაიაზრა, რომ ეს ცხადად მოხდა და არ დასიზმრებია. ათობით ჯილდოსა და პრემიის მფლობელი უდიდესი კოლეგის სანახავად, საგამოფენო სივრცესთან ცხრა საათით ადრე მივიდა, ლოკაციაზე გამაგრდა და კერპის ნახვის ლოდინში გულს იმედით ივსებდა...როცა რაღაც ასე, გულის ყელში ამოსვლამდე გსურს, სამყარო გვერდით გიდგას, მხარზე ხელს მეგობრულად გითათუნებს, გეხმარება და გახარებს.ზაქარია ჭელიძე: სალგადოს გამოფენა, რომელმაც ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა, 7 წლის წინ, ნიუ-იორკში ვნახე. განსაკუთრებით, ერთ ფოტოს ვერ მოვწყდი.ვერ მივხვდი, როგორ შეიძლებოდა ტექნიკურად მისი შესრულება... მანამდე სულ რაღაცით ვიღებდი, თუმცა არც კამერა მქონია და არც - "წესიერი" ტელეფონი. ამის საშუალება არასოდეს მქონდა; ამიტომ ხელში ვისი რა ტექნიკაც მომხვდებოდა, ვცდილობდი, იმით გადამეღო.მერე ჩემმა ძალიან ახლობელმა ადამიანმა, ოლიამ მაჩუქა კამერა და მითხრა: შენ ეს გჭირდება, რადგან განსაკუთრებული ხედვა გაქვს და მე ვიცი, შენგან კარგი ფოტოგრაფი დადგებაო.დავიწყე ძიება, შესწავლა და ფიქრი და... მივხვდი, ფოტოგრაფიაში ნაბიჯები სალგადომ გადამადგმევინა.სალგადოს ფოტოგრაფია არის ძალიან მასშტაბური, დიდი სიღრმის მატარებელი, უდიდესი მესიჯია და ნათლად ახდენს ფლორას, ფაუნასა და ადამიანს შორის არსებული სინთეზის გადმოცემას. ის ძალიან კარგად ამესიჯებს სამყაროს შინაარსს და ასევე საგულისხმოა, რომ უდიდესი დრო სჭირდება თითოეულ კადრს. ტექნიკურად თუ კომპოზიციურად, ეს დიდი შრომაა...შემიძლია გითხრათ, რომ სალგადო ცოცხალი ლეგენდააა. მასთან შეხვედრა იმ დღიდან მინდა, როდესაც მივხვდი, რა შეგრძნებაა იყო ფოტოგრაფი; რამხელა პასუხისმგებლობაა და რა ძლიერი მესიჯი! სამყაროს ისტორიას კადრებს უტოვებ!.. ჩემი ცხოვრება ნამდვილად  შეიცვალა; ვიპოვე უდიდესი ენერგია და ბედნიერება. მერე მომინდა, ეს მისთვის მეთქვა პირადად.ერთხელ, ნიუ-იორკში ავცდი, ერთხელაც გერმანიაში და აი, ბოლოს, როგორც იქნა, ლონდონში შევხვდი, ორიოდ დღის წინ. ამაში კი ძალიან დიდი რესურსი ჩავდე. ჩემი ლონდონში ვიზიტი დიდი ხანი იგეგმებოდა. ვინ არ მეხმარებოდა, რომ კუმირს შევხვედროდი. ყველას მადლიერი ვარ. გამოვტყდები, ბოლო წუთამდე მეგონა, რომ ეს შანსიც "იმაზებოდა", მაგრამ არა! შევხვდი და ვუთხარი, რომ მისი მადლობელი ვარ. თავს ვერ ვაპატიებდი, ეს ოცნება რომ არ ამხდენოდა...სონი ევორდმა დააანონსამ რომ სალგადოს გამოფენა მისივე საუბრის თანხლებით იქნებოდა. ოთხასი ბილეთი იყო გაყიდული. ის ნამდვილად ლეგენდაა ფოტოგრაფიაში. ამდენად, აუდიტორიაც ჰყავს. ბოლო წუთამდე ველოდი, ეგებ ვინმეს "დაექენსელებინა" ბილეთი. მაგრამ ეს არ მოხდა. ამდენად მასთან შეხვედრის ბილეთი არ მქონდა, ვერც დავესწარი. მაგრამ მასთან შეხვედრა რომ საღამოს შვიდზე იწყებოდა, მე დილის თერთმეტი საათიდან იქ ვიტრიალე. და შევხვდი!შევხვდი ქუჩაში, გავაჩერე და ვუთხარი, რომ ვარ საქართველოდან, უკვე რვა წელია თქვენთან შეხვედრაზე ვოცნებობ და ამ შეხვედრის მიზანი არის მადლობის გადახდა. მადლობა იმისთვის, რომ დღეს ჩემი ცხოვრება საოცრებებითაა მოცული. ეს მისი ფოტოგრაფიითაა ინსპირირებული და მე თავს ვალდებულად ვთვლიდი, რომ ჩემი მადლიერება პირადად გამომეხატა, თუ რა თქმა უნდა, გამიმართლებდა და ვნახავდი. შემდეგ ჩემთან ერთად სამახსოვრო ფოტოს გადაღება ვთხოვე. გაეცინა, ჩემთან ერთად ფოტო რისთვის გჭირდებაო? გადავიღეთ და წავიდა...მან ჩემი ცხოვრება შეცვალა...და კიდევ: ყოველთვის უნდა გჯეროდეს შენი თავის, ბევრი უნდა იშრომო და სამყარო დაგაჯილდოვებს.ფული კეთება, მისი შემოქმედებისგან მიღებული ინსპირაციით დავიწყე, შეგროვილი ფულით კი, ისევ მას შევხვდი. ბევრ რამეში გამიმართლა, მაგრამ დიდი შრომა მაქვს ამ ყველაფერში ჩადებული, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩემი საოცნებო შეხვედრა შედგა.***ლონდონში პირველად არ ვარ. პირველ ვიზიტზე, ხალხი ცივად მეჩვენა. არქიტექტურულად კი საინტერესო მეგაპოლისია, რადგან ძველის და თანამედროვე შენობების საოცარი შერწყმა აქვთ. ლონდონის უდიდეს პარკებში რაც ძალიან მომწონს არის ის, რომ ბუნება ველური სახით აქვთ. არ არის ჩაბეტონებული  და გადაკორტნილი. მაქსიმალურად ბუნებრივი პირობებია შექმნილი.ახლა რაც გადავიღე, გაგიზიარებთ. თუმცა მე სალგადოსთან შეხვედრამ იმდენად დიდი შოკი მიმაღებინა, რომ ეს დღეებია მგონია, რომ სიზმარში ვარ. ფერადი და არქიტექტურული ლონდონი გადავიღე. თავად ინგლისელებისგან კი, ვერ გავთბი, სამწუხაროდ...ასევე დაგაინტერესებთ:"აქ გალობის უფლებას არ გაძლევენ. თუმცა, დღეს დედა ღვთისმშობელმა ინება და... შესავედრებლადაც დავყოვნდით" - რას გვიყვება ბექა ჩხაიძე ათონის მთიდან"ციხიდან გამოსულს, ძველი გიასი აღარაფერი ჰქონდა შერჩენილი. საცოდავი იყო. სიკვდილი უნდოდა..." - გია ფერაძე 76 წლის გახდებოდარა მზადდება ბათუმში - მარინა დარასელიას მაყურებელი ახალ ამპლუაში იხილავს