ბაგრატ ნინიაშვილი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანია

19:04 09-13-2018
11

ბულგარეთში  მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე  ბრინჯაოს მედალი ბაგრატ ნინიაშვილმა (66 კგ.) მოიპოვა,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ავრცელებს. 

ბრინჯაოს მედლის შეხვედრა ბაგრატ ნინიაშვილმა ებრაელ ამიტ ბობოვიჩს იპონით მოუგო.

შეგახსენებთ, რომ ამავე ჩემპიონატზე 60 კილოგრამით კატეგორიაში ჯაბა პაპინაშვილი  ბრინჯაოს მედლალოსანი გახდა. 

ქართველმა ძიუდოისტმა ჰოლანდიელი ივო ვერჯორსტერტი ვაზარით დაამარცხა.

 



ავტორი: თათია ცუკოშვილი