მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის მიმართვა: - "ხელისუფლებამ ვაზის და ხორბლის სამშობლოში მარიხუანის კულტივაცია და მისი რეალიზება გადაწყვიტა"

17:09 09-13-2018
1172

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, ყოვლადუსამღვდელოესი გიორგი(ერისკაცობაში – ლერი ჯამდელიანი), საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას - "ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისთვის ექსპორტის მიზნით მარიხუანის წარმოების შესახებ", სოციალურ ქსელში ეხმაურება: 

"ჩვენი ქვეყანა, მსოფლიო ცივილიზაციის წინაშე, ითვლება, ვაზისა და ხორბლის სამშობლოდ. პური და ღვინო, რომლითაც უფალმა ჩვენმა, იესო ქრისტემ აღასრულა, უდიდესი საიდუმლო, რაც გულისხმობს ევქარისტიულ კავშირს ღმერთთან. ასეთ ქვეყანაში, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, "მარიხუანის კულტივაცია და მისი რეალიზება". ვფიქრობ, ეს ინიციატივა შეიცავს, უამრავ რისკს, რომ აღარაფერი ვთქვათ, მორალურ მხარეზე.

P.S. მოვუწოდებ ხელისუფლებას, შეეშვას ექსპერიმენტების ჩატარებას, ჩვენს მოსახლეობაზე“ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი" - წერს ყოვლადუსამღვდელოესი გიორგი.

 

ავტორი: რუსა ღვანიძე