ასფალტიდან ამოხეთქილმა წყალმა მიმდებარე ტერიტორია დატბორა - რა ხდება საირმის ასახვევთან (ვიდეო)

15:44 09-13-2018
90

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს როგორ ამოხეთქა წყალმა ასფალტიდან და მიმდებარე ტერიტორია დატბორა.

მოქალაქე, რომელმაც ფაქტი დააფიქსირა, "ჯორჯიან უოთერ ანდ ფაუერს" პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდა.

"Gwp სანამ ამოხეთქა მობრძანდით!!! საირმის ასახვევი კუტუზოვიდან" - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი ქეთი ჭელიძე.

როგორც "პრაიმტაიმს" GWP-ში განუცხადეს, მილზე დაზიანებაა და პრობლემის აღმოსაფხვრელად ადგილზე გაშვებულია ჯგუფები.