ევროპა ევროპელებს ეკუთვნის, მიგრანტები უნდა დაბრუნდნენ საკუთარ ქვეყნებში - დალაი ლამა

14:07 09-13-2018
77

ევროპა ევროპელებს ეკუთვნის. მიგრანტები უნდა დაბრუნდნენ საკუთარ ქვეყნებში და ხელახლა ააშენონ ის, - ამის შესახებ ტიბეტელი ხალხის - პოლიტიკურმა და ტიბეტური ბუდიზმის მიმდევრების სულიერმა ლიდერმა, დალაი ლამამ შვედეთის სიდიდით მესამე ქალაქში, მალმეში კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა. ინფორმაციას The Local ავრცელებს.

83 წლის დალაი ლამა ამბობს, რომ ევროპა პასუხისმგებელია, დაეხმაროს მიგრანტებს, რომელთა სიცოცხლეც, საკუთარ ქვეყნებში, საფრთხის წინაშეა, მაგრამ ისინი მუდმივად არ უნდა დარჩნენ ევროპაში. 

"მიიღეთ ისინი, დაეხმარეთ, მიეცით განათლება, მაგრამ საბოლოო ჯამში, მათ ამით საკუთარი ქვეყნები უნდა განავითარონ", - თქვა მან.

1989 წელს დალაი ლამა გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის სფეროში. დალაი ლამა ტენზინ გიაცო ტიბეტის მმართველი 1950 წლიდანაა. 1959 წლიდან დევნილია და ცხოვრობს ინდოეთში, ქალაქ დჰარამსალაში, სადაც მეთაურობს ტიბეტის დევნილ მთავრობას.