„თუ იქნება კონკურსი საუკეთესო ქმრებს შორის, აუცილებლად ჩემი გაიმარჯვებს“ - რა ჩაუტანა მეუღლეს დაბადების დღეზე კიევში ნინო ჩხეიძემ - EXCLUSIVE

13:13 09-13-2018
1444

„დღეს ძალიან მაგარი ბიჭის დაბადების დღეა! 15 წელია ერთად ვართ და ამ ადამიანთან გავატარე მთელი ჩემი ცნობიერი ცხოვრება და თუ იქნება კონკურსი საუკეთესო ქმრებს შორის, აუცილებლად ჩემი გაიმარჯვებს. კარგი მეგობარი, ჭკვიანი, კეთილი, პოზიტიური, მეოჯახე და რაც მთავარია ძალიან კარგი ადამიანი... გილოცავ გიო, მიყვარხარ!“ - ასე მიულოცა დაბადების დღე ქმარს მომღერალმა ნინო ჩხეიძემ

უკვე სამი წლია მომღერალსა და მის მეუღლეს გიორგი კორახაშვილს სხვადასხვა ქვეყანაში უწევთ ცხოვრება. თუმცა მნიშვნელოვან დღესასწაულებს, ერთმანეთის დაბადენის დღეებს ერთად ატარებენ. გიორგი ნინოს კონცერტებსაც არ ტოვებს საქართველოს ფარგლებს გარეთ. ნინო ამბობს, რომ წყვილი უკან დაბრუნდა და შეყვარებულობის ეტაპს ხელმეორედ გადის. ჩვენ ნინოს ინტერნეტით დავუკავშირდით. 

- ნინო, ერთად გაატარებთ ამ დღეს?

- კი, დღეს ჩამოვფრინდი კიევში.

- რა საჩუქარი ჩაუტანე ქმარს?

- მონდ ბლანის ნომრიანი სათვალე და ბოსს-ის ნაკრები საფულე და საკიდი. ჯერ არ იცის და უნდა დაწერო?

- ხოდა „პრაიმტაიმიდან“ გაიგებს.

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი