ზაზა ფაჩულია ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებული გახდა

13:11 09-13-2018
83

ქართველი კალათბურთელი, ზაზა ფაჩულია, რომელიც NBA-ის გუნდის ერთ-ერთი ცნობილი მოთამაშეა, რამდენიმე დღის წინ, აშს-ის ჰარვარდის უნივერსიტეტის  ბიზნეს-სკოლის კურსდამთავრებული გახდა.

საინფორმაციო წყაროს "popsport"-ის ცნობით, ქართველმა სპორტსმენმა, წარმატებით დაასრულა, მსოფლიოში ერთ-ერთი ძვირადღირებული, ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სპეციალური კურსი. ამ პროგრამას - “Crossover Into Business” ეწოდება, რომელიც NBA-ს მოთამაშეებს შორის, ძალიან პოპულარული გახდა, 

შარშან, შემოდგომაზე სტუდენტთა საპილოტო გამოშვების შემდეგ.  ეს პროექტი, სახელგანთქმულმა ამერიკულმა უნივერსიტეტმა, საგანგებოდ შექმნა იმ ადამიანებისთვის, ვინც გარკვეულ სფეროებში მოღვაწეობენ და მათი კარიერა, გარკვეულ ასაკში უნდა შეწყდეს. დროის უქონლობის გამო, ეს პირები სხვა პროფესიული განათლების მიღებას ვერ ასწრებენ და კარიერის დასრულების შემდეგ, საკუთარი ბიზნესის მართვა უჭირთ.  ამიტომ, ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნესსკოლამ, საკუთარი ინიციატივით შექმნა ეს კურსი, რომელიც ერთ სემესტრს გრძელდება

. სტუდენტთა წლევანდელ ნაკადში იყვნენ NBA-ს, WNBA-ს, NFL-ისა და MLS-ის მოქმედი მოთამაშეები, ასევე UFC-ის მებრძოლები და ბალეტის მსახიობები - ახალგაზრდა ადამიანები, ვისი ამჟამინდელი საქმიანობაც, 35-40 წლის ასაკში წყდება.  ზაზა ფაჩულიასთან ერთად, ბიზნესის ადმინისტრირების საიდუმლოებებს, NBA-ს სუპერვარსკვლავები კაირი ირვინგი და პოლ მილსეპიც ეუფლებოდნენ.

იხ. ფოტოკოლაჟი:

 

ავტორი: რუსა ღვანიძე