ორი ძაღლის ჩამოხრჩობისათვის, ვალერი გელაშვილს ბრალი წარედგინა

12:59 09-13-2018
194
თეგები: ძაღლები

44 წლის ვალერი გელაშვილს, რომელმაც ნაკრძალის ტერიტორიაზე 2 ძაღლი ჩამოახრჩო, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა.

გელაშვილს სამართალდამცველები სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევაში ედავებიან. აღნიშნული მუხლი ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე.