კახა კალაძე: გამოიყოფა ადგილები, სადაც დგომის უფლება მარტო ტაქსებს ექნებათ

12:45 09-13-2018
36

"ჩვენ ვგეგმავთ ქალაქში, ეკონომიკურად აქტიურ ზონებში, სადაც მოთხოვნა მაღალია ტაქსის მომსახურებაზე, გამოიყოს სპეციალური ადგილები, სადაც დგომის უფლება ექნებათ მხოლოდ ტაქსებს", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახი კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, ტაქსების ლიცენზირებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ტაქსების ლიცენზირების საკითხი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მისივე განცხადებით, "დღეისთვის 2000- ზე მეტი ნებართვა უკვე გაცემულია".

"მინდა შევეხო ტაქსების ლიცენზირების თემას. დღეისათვის უკვე ორია თასზე მეტი ნებართვაა გაცემული. ეს არის სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ იმ მოქალაქეებს, ვინც ამ მომსახურებას აწვდის მომხმარებლებს, დროულად მიმართონ შესაბამის უწყებებს და დროულად მოიპოვონ ნებართვა. ამასთან, მინდა დამატებით ვაცნობო ამ მომსახურების მიმწოდებლებს, რომ ჩვენ ვგეგმავთ ქალაქში, ეკონომიკურად აქტიურ ზონებში, სადაც მოთხოვნა მაღალია ტაქსის მომსახურებაზე, გამოიყოს სპეციალური ადგილები, სადაც დგომის უფლება ექნებათ მხოლოდ ტაქსებს. მივმართავ ჩემს მოადგილეებს ირაკლი ხმალაძეს და მაია ბითაძეს, დაიწყონ მუშაობა ასეთი ადგილების შერჩევასა და გამოყოფაზე, რომ ტაქსების რეგულირების მეორე ეტაპიდან მაინც ჩვენ შევძლოთ ტაქსებისთვის ასეთი ადგილების გამოყოფა", - განაცხადა თბილისის მერმა.

 

ლელა მდივანი

ავტორი: ნინო რაზმაძე