პარლამენტთან ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის აქცია განახლდა ( LIVE ვიდეო)

19:41 09-12-2018
152

პარლამენტის შენობის წინ, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძისა და პანკისის ხეობაში, სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის აქცია განახლდა.

ორივე მათგანი აცხადებს, რომ მოთხოვნები უცვლელია - გადადგეს ხელისუფლება. აქციები კი მანამ გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

"ამ ხელისუფლების ხელში ჭეშმარიტებას ვერ მივაღწევ, ამიტომ მოთხოვნები უცვლელი რჩება - გადადგეს ხელისუფლება. მანამ, ვიდგებით აქ, სანამ არ მივაღწევთ ჭეშმარიტებას. გუშინ, კარვები მოიპარეს სამართალდამცველებმა. მათ მივაყენე შეურაცხყოფა, რომელსაც შესაძლოა არ იმსახურებდა ზოგი მათგანი და ბოდიშს ვუხდი იმას, ვინც არ იმსახურებდა და მივაყენე, თუმცა ტირანი უფროსები ჰყავთ" - განაცხადა სარალიძემ.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით კი, პანკისიდან ავტობუსებით მხარდამჭერებს ელოდებიან.

სარალიძემ და მაჩალიკაშვილმა აქციები 10 სექტემბერს დაიწყეს. ორივე მათგანი შიმშილობს და მთავრობის გადადგომას მოითხოვს. 



ავტორი: ნინო რაზმაძე