საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი ლორიამ, რუსული საფეხბურთო კლუბი დატოვა

19:12 09-12-2018
39

საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი ლორიამ, რუსული საფეხბურთო კლუბი - კრილია სოვეტოვი დატოვა.

კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, 32 წლის ქართველი გოლკიპერი საქართველოს ნაკრების შეკრებიდან რუსული გუნდის ბაზაზე დაბრუნდა.

კლუბი ლორიას გაწეული სამუშაოსთვის მადლობას უხდის და მომავალ კარიერაში წარმატებას უსურვებს.

ლორია კრილიაში 2015 წლიდან მოღვაწეობა.

 

ავტორი: ნინო რაზმაძე