"4 დღეა საავადმყოფოს მისაღებში ვათენებ, იხოცებიან ბავშვები, ვინც ნარკომაფიის სათავეშია, ძაღლებივით უნდა დავაბათ.."

18:30 09-12-2018
520

პოლიტიკოსი, საადვოკატო კომპანიის დირექტორი ირაკლი ღლონტი, ახალგაზრდებისა და ნარკოტიკების არაჯანსაღ დამოკიდებულებაზე და გახშირებული ინტოქსიკაციის შემთვევებზე საუბრობს.

როგორც ის „ფორტუნასთან“ ამბობს, ბოლო რამდენიმე დღეა, ალადაშვილის კლინიკაში უწევს ღამის გათენება, სადაც ყოველ დღე მიჰყავთ ახალგაზრდები ნარკოტიკული ინტოქსიკაციით.

“ფორტუნას” ალადაშვილის კლინიკაში დაუდასტურეს, რომ მხოლოდ გუშინ ღამით, მათთან ნარკოტიკული ინტოქსიკაციით ორი მოზარდი შეიყვანეს. კონკრეტულად რა ნივთიერებებით არიან მოწამლული ახალგაზრდები, უცნობია.

„იხოცებიან ბავშვები, მე თქვენი … 4 დღეა ერთ-ერთი საავადმყოფოს მისაღებში ვათენებ და მე რაც აქ ვნახე, ეს არის სრული კატასტროფა, ეს არის ტრაგედია!

პარლამენტის და მთავრობის წევრები თუ ნებით არა, ძალით უნდა მოვიყვანოთ საავადმყოფოს მიმღებში და საკუთარი თვალით ნახონ რა დღეშია ადამიანები !!! ის ხალხი კი, ვინც ნარკომაფიის სათავეშია, ძაღლებივით უნდა დავაბათ ჯერ საავადმყოფოს ეზოში, შემდეგ ციხეში !!!

15-17 წლის ბავშვები მოჰყავთ კლუბებიდან და ქუჩებიდან ნარკოტიკული ინტოქსიკაციით! იხოცება ხალხი!

აი ამ წამს, ვიდრე ამ პოსტს ვწერდი, მეორე რეანომობილი მოვიდა კიდევ 2 ახალგაზრდით… სასწრაფოს ექიმებს მაინც გაესაუბრეთ, მე თქვენი … ჯერ ნარკოტიკით და შემდეგ სიკვდილის პირას მისული ახალგაზრდების ოჯახებიდან და ბიუჯეტიდან იღებთ დამატებით შემოსავალს!“ – წერს ირაკლი ღლონტი სოციალურ ქსელში.