შსს-ს კონტროლის ეფექტურად განხორციელება შეუძლია როგორც მარიხუანას მოხმარებაზე, ისე კულტივაციაზე - გახარია

13:33 09-12-2018
35

"შსს-ს შეუძლია ეფექტურად განახორციელოს კონტროლი არა მხოლოდ მარიხუანას მოხმარებაზე, არამედ კულტივაციაზეც", - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ევროპული ქვეყნების მთელი რიგი არსებობს, სადაც მარიხუანას კულტივაცია სამედიცინო მიზნით, რეგალურია. 

"რაც შეეხება კულტივაციას, აქ ეფექტური რეგულაციებია საჭირო. ეფექტურობის ნაწილში, ერთი მხრივ, გვაქვს ის რეალობა, რომელსაც გვიქმნის საკონსტიტუციო სასამართლო, მეორე მხრივ, ჩაკეტილ სივრცეში არ ვცხოვრობთ, ვცხოვრობთ ღია სამყაროში, სადაც გარკვეული სულისკვეთებები იგრძნობა. არის მთელი რიგი ევროპული ქვეყნები, სადაც სამედიცინო მიზნით მარიხუანას კულტივაცია არის ლეგალური, ეს ქვეყნებია: დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, კანადა,გერმანია, ჩეხეთი და კიდევ ბევრი არის რამდენიმე ქვეყანა, რომელმაც სრული დეკრიმინალიზაცია მოახდინა მარიხუანას მოხმარების არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ რეკრეაციული.

ეს ქვეყანაა მაგალითად კანადა, რომლის ძირითადი მიზანი იყო ეკონომიკური ფაქტორები. სულისკვეთებას, რაც ევროპაში იგრძნობა, ჩვენზე გარკვეული ზემოქმედება აქვს. ჩვენ ვამბობთ, რომ შსს-ს შეუძლია ეფექტურად განახორციელოს კონტროლი არა მხოლოდ მოხმარებაზე, არამედ კულტივაციაზეც. ის მოძრაობა, რომელიც დღეს არის ევროპაში, გვაძლევს საშუალებას მკაცრად დავარეგულიროთ მკაცრად და  მკაცრი რეგულირების ფარგლებში სამედიცინო მიზნებისთის კულტივაციის საკითხი განვიხილოთ, რა თქმა უნდა პარლამენტთან ერთად. ჩვენ აქ ვხედავთ შესაძლებლობას, რომელიც მოგვცემს საშუალებას დავუბრუნდეთ მძიმე ნარკოტიკების კონტექსტში  რეგულაციების ეფექტურობის ამაღლებასაც“, - განაცხადა შს მინისტრმა.