მალხაზ მაჩალიკაშვილს მისი სისხლით ძმადნაფიცი თხოვნით მიმართავს - "გთხოვ შეეშვი - შენს გვერდით დგანან ის ხალხი ვინც შექმნა კაცის მკვლელთა რეჟიმი"

12:40 09-12-2018
4999

მალხაზ მაჩალიკაშვილს, მისი სისხლით ძმადნაფიცი მიხეილ ცილიკიშვილი მიმართავს და მოუეოდებს, ღირსეული ადამიანების გვერდით დგომით, ეძებოს სამართალი:

"მოგმართავ ჩემო ვახა, ჩემო სისხლის ძმაო და თან, წინასწარ გიხდი ბოდიშს, გვერდით არ გიდგები, იმ მიზეზთა გამო, რომ შენს გვერდით დგანან ის ხალხი, ვინც შექმნა, კაცის მკვლელთა რეჟიმი.
დილიდან გწერ და ვერ მოგაწვდინე ხმა, რომ მიხვდე და შეეშვა, მაგ მიტინგის ორგანიზატორებს. ისინი, მიზანმიმართულად ცდილობენ, შენს გამარგინალებას და შენი წესიერი კაცის, იმიჯის შელახვას. რაც დადასტურდა, დღეს, ზაზა სარალიძის მიერ, არაადექვატური ქმედებებით. მართალია ზაზა, შვილმკვდარი მამაა და არ მოეკითხება, მას იყენებენ ორგანიზატორები, მაგრამ შენ არ იგინები და არ იმუქრები, გამომდინარე იქიდან, რომ შენ შენი, მთის ღირსება გაქვს შენახული.
სარალიძე, არის მართული და დღეს, გაიმარგინალა თავი. ხვალიდან, დაიწყებენ შენი სახელის შებღალვას, რასაც მე, ვერ შევეგუები და მომიწევს, იმ ხალხთან დგომა, რომლებიც მკვლელთა რეჟიმის შექმნაში, იღებდნენ მონაწილეობას. ეგ ხალხი არაა, მარტო ჩემი პირადი მტერი, ეგ ხალხი, საქართველოს მტრები არიან.
შეეშვი და გამოდი, მაგ ხალხის გარემოცვიდან, რომლებიც 10 მილიონს ხარჯავენ და 10 ათას კაცზე მეტს, ვერ აგროვებენ მიტინგზე, ეგ შემადგენლობა, ვერაა თემის ამწევი. დამიჯერე, ხანდახან. 
გთხოვ, როგორც ჩემი სისხლის ძმას, პატივი ვცეთ ფიცვერცხლს, შეეშვი. სხვა გზა ვიპოვოთ გამარჯვებისკენ, ნამდვილ და ღირსეულ ადამიანებთან ერთად.
შენი ძმადნაფიცი - მიხეილ ცილიკიშვილი. (ჯოჯო)
ისევ ბოდიში ძმაო"- წერს მიხეილ ცილიკიშვილი. 

წყარო: "დედაქალაქი"

 

ავტორი: რუსა ღვანიძე