21 წლამდე ახალგაზრდების მიერ მარიხუანას მოხმარება, იქნება დასჯადი - გიორგი გახარია

12:39 09-12-2018
117

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მარიხუანას მოხმარება არ იქნება დასჯადი, მხოლოდ და მხოლოდ პირად სივრცეში.

ამის შესახებ გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან შსს-ს მიერ მომზადებულიახალი საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ საუბრისას განაცხადა.

„საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილების ლოგიკიდან და სულისკვეთებიდან გამომდინარე, ჩვენი ნარკოპოლიტიკის კონტექსტში გახდა აუცილებელი მოხდეს შინაარსობრივი და ეფექტური რეგულირება მარიხუანას მოხმარების. ამ ნაწილში, ჩვენ მთავრობის დავალებით გავატარეთ გარკვეული სამუშაოები და მივაღწიეთ კანონის ისეთ ხარისხს, რომელიც გვაძლევს ეფექტური რეგულირების საშუალებას, რაც გულისხმობს იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების არეალი იქნება მაქსიმალურად შემცირებული. ეს ნიშნავს იმას, რომ მარიხუანის მოხმარება არ იქნება დასჯადი, მხოლოდ და მხოლოდ პირად სივრცეში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, შს მინისტრის ინფორმაციით, მარიხუანას მოხმარების კონტექსტში მკაცრდება სანქციები 21 წლამდე მიუღწეველ ახალგაზრდებზე.

„ყველა სახის მარიხუანას მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე იქნება დასჯადი. 21 წლამდე ახალგაზრდების მიერ მარიხუანას მოხმარება, ყველა სახის სივრცეში, სადაც ეს არ უნდა მოხდეს, იქნება დასჯადი. ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რომ მარიხუანას კლინიკური ზემოქმედების ქვეშ, სატრანსპორტო საშუალებების მართვა, გახდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით დასჯადი. გარდა ამისა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ 21 წლამდე ახალგაზრდის ჩართვა მარიხუანას მოხმარებაში ასევე გახდება სისხლის სამართლის წესით დასჯადი“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.