ვიდეოები

1713427585

Eurostat: თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა

თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა. ამის შესახებ Eurostat-ის სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს.ლიეტუვამ მარცვლეულის რეგულარული იმპორტი 2023 წლის მაისში შეწყვიტა, მარცვლეულის ბოლო პარტია კი რუსეთიდან ქვეყანაში 2023 წლის ივლისში შევიდა. ამის შემდეგ რუსეთიდან ლიეტუვაში მარცვლეული მხოლოდ 2024 წლის თებერვალში შევიდა - საუბარია 1,95 მილიონი ევროს ღირებულების 12,2 ტონა მარცვლეულზე.პარალელურად, რუსეთიდან მარცვლეულის იმპორტს ზრდის ლატვია, რომელმაც ზამთრის ბოლოს რუსეთიდან 10 მილიონი ევროს ღირებულების 58,8 ათასი ტონა მარცვლეული შეიძინა, წინა თვეში შეძენილი მარცვლეულის ღირებულება კი 8,7 მილიონ ევროს შეადგენდა.საერთო ჯამში, ევროკავშირის ქვეყნებმა 2024 წლის თებერვალში 16,9 მილიონი ევროს ღირებულების 92,6 ათასი ტონა რუსული მარცვლეული შეიძინეს.  ფოტო: dpa

ფოტო: dpa

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ამინდი

საზოგადოება 1713555048

ტემპერატურა 35 გრადუსამდე მოიმატებს - უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20 აპრილს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა ისევ +30, +35 გრადუსამდე მოიმატებს, შემდეგ დღეებში კი შედარებით დაიკლებს.თბილისში სითბოს ფონზე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. 20 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო შემდეგ დღეებში შედარებით დაიკლებს.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 20 და 22 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 21 აპრილს ზოგან იწვიმებს. 20 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო შემდეგ დღეებში შედარებით დაიკლებს.დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი. შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 20 და 22 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 21 აპრილს ზოგან იწვიმებს. 20 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო შემდეგ დღეებში შედარებით დაიკლებს.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 20 და 22 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 21 აპრილს ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი იქნება.ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექიც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო,): ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.

ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი 1713554340

20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძიმიზნის მისაღწევად, საჭიროა, პირად ცხოვრებაში სიახლეები შეიტანოთ, გამოიყენეთ თქვენი უნარები, ექსპერიმენტები. ახლა, იცხოვრეთ მარტივად და დიდ დროს ნუ დაკარგავთ ფიქრისთვის.კუროარის ალბათობა, მიიღოთ საჩუქრები,რაც ძალიან გაგახარებთ, გამოიჩინეთ გულისხმიერება და თქვენც გაუკეთეთ სასიამოვნო სიურპრიზები ირგვლივ მყოფ ადამიანებს.ტყუპებინებისმიერ სიტუაციაში, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, შესაძლოა, თქვენთვის ახლობელმა ადამიანებმა იმედი გაგიცრუონ და ვერ გაამართლონ თქვენი მოლოდინი. შეეცადეთ, მოაგვაროთ ურთიერთობები და სამუდამოდ არ გაწყვიტოთ ძველი კავშირები.კირჩხიბიშანსი გაგიჩნდებათ, გადაჭრათ თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც დიდი ხანია ნერვიულობდით.ლომიშეცვალეთ, ან დაიწყეთ რაიმე ახალი პირად ცხოვრებაში, გადადგით თუნდაც მცირე ნაბიჯები და გახსოვდეთ, რომ პატარა გამარჯვებაც კი დიდ თავდაჯერებულობას და ოპტიმიზმს შეგმატებთ, დიდია ახალი საინტერესო ნაცნობობის ალბათობა.ქალწულითუ გამოიჩენთ სიფრთხილესა და მოთმინებას და დინჯად მიჰყვებით საქმეს შთამბეჭდავ შედეგებს მიიღებთ, აჩქარებით კი, შესაძლოა, უსიამოვნებებს გადაეყაროთ.სასწორიდღეს, შესაძლოა ძველმა მეგობრებმა თავი შეგახსენონ, არ არის გამორიცხული, სწორედ მათგან მიიღოთ საინტერესო შემოთავაზება.მორიელიეცადეთ, თქვენი მთავარი ენერგია ოჯახზე ზრუნვასა და შინაური საქმეების, საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებისკენ მიმართოთ და კომფორტული, სასიამოვნო გარემოს შექმნაზე იზრუნოთ.მშვილდოსანიდღეს, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, ინტუიციის გამოყენებით, შეძლებთ გადალახოთ ნებისმიერი გაუგებრობა და დაბრკოლება.თხის რქაშეინარჩუნეთ საღი აზრი ნებისმიერი სირთულის დროს, ყურადღება გაამახვილეთ მხოლოდ თქვენს შესაძლებლობებზე და ყველაფერს გულთან ნუ მიიტანთ.მერწყულიმნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი, რომელიც უკეთესობისკენ შეცვლის თქვენს ცხოვრებას, შესაძლოა, დღეს გაიცნოთ ადამიანი, ვისი დახმარებით, მომავალში წარმატება მოიპოვოთ თქვენს საქმიანობასა და ბიზნესში.თევზებინუ აჰყვებით ქაოსურ ფიქრებს, შფოთს და შიშებს, მოეშვით ყველა წვრილმანზე კონცენტრირებას. სასიამოვნო სიურპრიზების ალბათობაა. 

შუქი

დედაქალაქი 1713553442

ამ ქუჩებზე შუქი მთელი დღით გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 22 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ „თელასი“ ავრცელებს.კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:ნაძალადევის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ცოტნე დადიანის, ღრმაღელის, კნოლევის, ციხისძირის, მაგნიტოგორსკის, დიდუბის, დაისის, ნინუას, ჭყონდიდელის, ერისთავის, ტოროშელიძის, მოლითის, ზესტაფონის, მექანიზაციის და ღოღობერიძის ქუჩების მოსახლეობას. დიდუბის რაიონიქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III კვარტლის, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ევდოშვილის, კედიას, თევდორე მღვდლის, ცემის და ბელიაშვილის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და ევდოშვილის ქუჩის მოსახლეობას. ვაკის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), რამიშვილის, ჩხიკვაძის და ქავთარაძის ქუჩების მოსახლეობას. მთაწმინდის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მელიქიშვილის, ნიკოლაძის, კოსტავას, ზანდუკელის და მაყაშვილის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 26 მაისის მოედნის, პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), კოსტავას, ძმები ბალანჩივაძეების, გამსახურდიას, დოლიძის, პანკისის, ბოლქვაძის, ქაფიანიძის, ბზვანელის, ხომლის და საირმის  ქუჩების მოსახლეობას. ჩუღურეთის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მარჯანიშვილის, ანაკლიის, ახალციხის, ჩუბინაშვილის, ორჯონიკიძის, კიტა აბაშიძის, ზურაბ ჭავჭავაძის, გოგი დოლიძის, გიორგი ერისთავის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, ჩანჩიბაძის, ჯავახიშვილის, ნინოშვილის, დავით კლდიაშვილის, ჩიტაიას და სულუხიას ქუჩების მოსახლეობას. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ქალის სუნამო

რჩევები 1713552288

რა უნდა ეწეროს სუნამოს, რომ მისი სურნელი დიდხანს გაგყვეთ

თავდაჯერებულობა იზრდება, როცა იცი, რომ სასიამოვნო სურნელი გაქვს. სწორედ ამიტომ, როდესაც თქვენ ეძებთ საუკეთესო სუნამოს, გსურთ იპოვოთ ის, რომელიც დასამახსოვრებელია და უფრო დიდხანს გაგყვებათ.გრძელვადიანი სუნამოები ყველაზე ძვირი და ძნელად მოსაპოვებელია. არსებობს მრავალი განსხვავებული სუნამო, ბევრი განსხვავებული სურნელით. ზოგს ურჩევნია ხილის სურნელი, ზოგს კი რაღაც მძიმე... ჩვეულებრივ, კარგი სუნამო უნდა გაგრძელდეს 4-დან 6 საათამდე. რამდენ ხანს გრძელდება სუნამო, ეს დამოკიდებულია მის ტიპზე და იმაზე, თუ როგორ იყენებთ მას.ყვავილოვანი სურნელიფორთოხლის ყვავილი, ტუბეროზა, ვარდი, ლავანდა, შავი ორქიდეა, ილანგ-ილანგის წყლის შროშანა, ვანილის ბაჰიანა, ჟასმინი და მზესუმზირა ყვავილების სურნელების რამდენიმე მაგალითია. ყვავილების არომატები რბილი და რომანტიკულია, პიკანტური სურნელი თქვენს ადრენალინს აგიმაღლებთ.მწვანე სურნელიახლად მოჭრილი ბალახისა და ფოთლების სუნი არის ის, რასაც ვიღებთ მწვანე სურნელოვანი სუნამოებიდან. მწვანე არომატები დამამშვიდებელ გავლენას ახდენს თქვენს განწყობაზე, აღმოსავლური არომატები კი სენსუალურ მიმზიდველობას ანიჭებს. ზოგიერთი მაგალითია კილანტრო, ჩაი, ეკალი, თიამი, ილანგ-ილანგი, ვაზი, სალბი, მარიგოლდი, ჟენშენი, გინკო, პიტნა, ვარდის ფოთოლი და ჭინჭარი.ციტრუსის სურნელიციტრუსის სუნამოები მსუბუქი და გამამხნევებელია, იდეალურია მათთვის, ვისაც გრძნობების გაღვიძება სურს. თუ გსურთ თამამი განცხადების გაკეთება, შეგიძლიათ ციტრუსის სუნამო ღამითაც ატაროთ.ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ სუნამოს კანზე დარჩენის ხანგრძლივობაზეთქვენ მიერ არჩეული სუნამოს ტიპისუნამო, რომელიც ნაკლებად განზავებულია, უფრო დიდხანს გრძელდება. მოერიდეთ ციტრუსის ნოტებს, ხანგრძლივობისთვის შეარჩიეთ ხის სურნელები და ყვავილების ნოტები, როგორიცაა სანდლის ხე, ფისი, ჟასმინი, ტუბეროზა, პაჩული და ირისის ფესვი.თქვენი გარემოს ტენიანობამოდის ზაფხული და გრძნობთ, რომ თქვენი სუნამოები აღარ მუშაობს. საქმე იმაშია, რომ სიცხე და ტენიანობა ოფლის გამოყოფას უწყობს ხელს, ოფლი კი სუნამოებს ანადგურებს. ასევე მიზანშეწონილია გამოიყენოთ შესაბამისი სუნამოები სხვადასხვა სეზონისთვის.გთავაზობთ მარტივს ცხრილს, რომლის საშუალებითაც გაიგებთ, რამდენად ინტენსიურია და რამდენ ხანს გაგყვებათ თქვენი სუნამოს სურველი:Perfume/Parfum - სიძლიერე 20-30% - ხანგრძლივობა 12+ სთEau de Perfume/Eau de Parfum - სიძლიერე 10-20% - ხანგრძლივობა 8+ სთEau de Toilette - სიძლიერე 5-15% - ხანგრძლივობა 4-7 სთEau de Cologne - სიძლიერე 2-4% - ხანგრძლივობა 2-3 სთEau Fraiche - სიძლიერე 1-3% - ხანგრძლივობა 2 სთPerfume Oil - სიძლიერე 10-20% - ხანგრძლივობა 8 სთ

feradze

კულტურა 1713551449

"ციხიდან გამოსულს, ძველი გიასი აღარაფერი ჰქონდა შერჩენილი. საცოდავი იყო. სიკვდილი უნდოდა..." - გია ფერაძე 76 წლის გახდებოდა

მისი თაობის მსახიობებში ძნელად იპოვით მსგავსად ტრაგიკულ ადამიანს. ლაღი, მეგობრული, სულ ხალისიანი, თბილისელი დარდიმანდი, საბედისწერო ღამემ მორალურად გაანადგურა... ხომ არის ტრაგედიები,რომელიც მუდმივად ახსოვს ქვეყანას და სევდით იხსენებს. მათ შორისაა გია ფერაძის ცხოვრების ტრაგედიაც... "მამამ დედა მოგიკლა!" - ეტყვიან ბავშვები პატარა მარიკუნას ეზოში თამაშისას. გია ფერაძის ქალიშვილმა ამ შემზარავი და სულის მხუთავი ფრაზით იცხოვრა 39 წლამდე, ტრაგიკულ გარდაცვალებამდე... ბოლომდე ვერ აპატია მამას დედის სიკვდილი...ციხიდან გამოსული გია ფერაძე, ბუნებრივია, სულ სახით დაუბრუნდა (?) ცხოვრებას. ან ცხოვრობდა კი, განადგურებული და გამოფიტული?მისი ცხოვრება მართლა კინოს ჰგავდა... ფილმს, რომელიც ცხარე ცრემლით გატირებს."არასერიოზული კაცი" 20 აპრილს 76 წლის გახდებოდა...მეგობარს "პრაიმტაიმთან" ასმათ ტყაბლაძე იხსენებს.ასმათ ტყაბლაძე: გია ჩემი დიდი ტკივილია. საოცარი ვინმე იყო. ამასწინათ შევიკრიბეთ მეგობრები - ნანული სარაჯიშვილი, ამირან ბუაძე, გია ავალიშვილი, მე და ყველა ერთხმად ამბობს, ჭიანჭველისთვის არ დაუდგამს ფეხი და ცხოვრება როგორი საშინელი ამბით დაასრულაო. ეს იყო ბედისწერა, დიდი უბედურება... კალმის მსგავსი, რაღაც საშინელი იარაღი აჩუქეს რუსეთში. ამ საცოდავს, ალბათ, ნამდვილიც კი არ ეგონა. ნანულიმ მითხრა, ნამდვილი იარაღი აქვსო. ნანულის საშინლად ეშინია იარაღის. გიას ნახევრად იუმორით ვუთხარი, შენ სულელი ხომ არ ხარ! შენ ხელში ნამდვილი იარაღი როგორ შეიძლება; შემთხვევით რაღაც უბედურება არ დაგემართოს-მეთქი. შენ ნუ ხარ დიდაქტიკოსიო, მითხრა. ძალიან ნიჭიერი რომ იყო, მე სულ ხელს ვუწყობდი რომ ესწავლა და დიდაქტიკოსს მეძახდა. გამოცდაზე, ბილეთს აიღებდა, მე გარეთ მოვუყვებოდი საკითხებს და ისე უცებ აითვისებდა, შევიდოდა და ოთხზე ნაკლები ნიშნით არ გამოდიოდა...იმ იარაღს ისეთი პაწაწინა ტყვია ჰქონია, რომელიც კლავს ან გულში, ან საძილე არტერიაში ან ტვინში მოხვედრისას. ირინას შემთხვევაში, ტყვია გულიდან ასულა საძილე არტერიაში და იქიდან ტვინში! წარმოგიდგენიათ?! გვიან მივიდა იმ დღეს ალბათ ნასვამი, მაგრამ გია სიმთვრალეშიც არ ყოფილა აგრესიული. არასდროს! სულ იუმორში იყო. მაგრამ ცოლ-ქმრის ამბავი სულ სხვაა. არავინ იცის, რა როგორ იყო...***ციხეში დაწერილ ლექსებში გიას შინაგანი მდგომარეობა კარგად ჩანს. იქიდან გამოსვლის შემდეგ ძალიან საცოდავი იყო. ის რაც ჰქონდა, სიხარული, სიკეთე და იუმორი, ციხიდან გამოსულს სულ დაკარგული ჰქონდა. ძველი გიასი აღარაფერი ჰქონდა შერჩენილი. იყო ტრაგიკული პიროვნება. სიცოცხლე აღარ  უნდოდა. თავი არ მოუკლავს, მაგრამ განწყობა ჰქონდა ტრაგიკული. სვამდა... დიმა ჯაიანმა თავის თეატრშიც მიიყვანა სათამაშოდ. მაგრამ თქვა, მე სცენაზე დგომის უფლება არ მაქვსო. მორალურად განადგურებული იყო... ჰყავს ძალიან კარგი ძმა, ილია, რომელიც სულ პატრონობდა. ილიკოსთან ერთად მეგობრები სულ გვერდში ედგნენ გიას. დიდი თანადგომა გაუწიეს რუსმა მსახიობებმა - მირონოვმა, აბდულოვმა და შირვინდტმა. ციხეში რომ ჩააკითხეს, იქ მჯდომი კანონიერი ქურდები გაშტერებულან. გიჟდებოდნენ გიაზე, ისე უყვარდათ.ძალიან ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე გიას ქალიშვილმა, მარიკუანამც. ბოლომდე ვერ ჰპატიობდა მამას ამ საქციელს.გია... ჩხუბშიც კი არასდროს ჩარეულა, იცით? და რა ტრაგედიაა, როდესაც ასეთმა ადამიანმა საკუთარი შვილის დედა მოკლა... ეს ტრაგედია არავის არასდროს დაავიწყდება.  "აქ გალობის უფლებას არ გაძლევენ. თუმცა, დღეს დედა ღვთისმშობელმა ინება და... შესავედრებლადაც დავყოვნდით" - რას გვიყვება ბექა ჩხაიძე ათონის მთიდანვოი, მამულო... შენ თუ არ იქენ, მტვრად ქცეულა მსოფლიო რუკა" - ტარიელ ხარხელაურის ლექსი ბევრი გაზიარებით