სუდანში, ტრეფიკინგისგან 94 ადამიანი, მათ შორის, 85 ბავშვი იხსნეს

14:40 09-11-2018
47

ინტერპოლმა სუდანში 94 ადამიანი ტრეფიკინგისგან იხსნა. მათ შორის უმეტესობა, 85 - ბავშვი იყო. ტრეფიკინგის მსხვერპლები ჩადიდან, კონგოს რესპუბლიკიდან, ერიტრეადან, ნიგერიიდან, სუდანიდან და სამხრეთ სუდანიდან არიან.

CNN-ის ცნობით, ოპერაცია ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას 200 ადგილობრივი ოფიცერი იღებდა.

მსხვერპლთა შორის 10 წლამდე ბავშვებიცაა. ოფიციალური განცხადების მიხედვით, მათ ოქროს მომპოვებელ საბადოებში, სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში ამუშავებდნენ.

საქმეზე პოლიციამ ორი კაცი და 12 ქალი დააკავა.

 

ავტორი: ნინო რაზმაძე