"გვინდოდა ქორწილის შემდეგ შვილი გვყოლოდა" - საქმროს მიერ მიტოვებულმა ქალმა საკუთარ თავზე იქორწინა (ფოტოები)

13:17 09-11-2018
142

საფრანგეთში, საქმროს მიერ მიტოვებულმა ქალმა საკუთარ თავზე იქორწინა.

Greek City Times-ის ცნობით, ქალაქ რეიმსში მცხოვრები ფინანსური მენეჯერი, ლეტისია ენგუენი შეყვარებულმა ქორწილამდე სამი თვით ადრე მიატოვა. 38 წლის ქალმა კი გადაწყვიტა თავისი საოცნებო ქორწილი არ ჩაეშალა.

საქორწინო ცერემონია საბერძნეთის კუნძულ სანტორინიზე გაიმართა და პატარძალს ეს სიამოვნება 24, 000 ევრო დაუჯდა. სამაგიეროდ, ეს ყველაზე რომანტიული და პოპულარული ქორწილი იყო. 

"ბევრი გეგმები გვქონდა. გვინდოდა ქორწილის შემდეგ შვილი გვყოლოდა. ლამაზ ქორწილზე ვოცნებობდით ორივე. ძალიან ამაყები ვიყავით, რომ ერთმანეთზე ვაპირებდით დაქორწინებას. გული ძალიან მაქვს ნატკენი და სულ ასე იქნება, თუმცა ცხოვრება საჩუქარია და უნდა გამოვიყენო" - ამბობს ლეტისია.

ქორწილს მისი მშობლები და რამდენიმე ახლო მეგობარი დაესწრო. 

"ამაყი და კმაყოფილი ვარ ჩემი თავით და ახლობლებით. ამ ქორწილმა ჩემი თავის რწმენა დამიბრუნა.

არავის უნდოდა ჩემთან დაქორწინება, მაგრამ მე მინდა ეს, რადგან შესანიშნავი ვარ და არ მრცხვენია" -  ამბობს მარტოხელა პატარძალი.

ქორწილის შემდეგ ლეტიცია რამდენიმე კვირით სანტორინიზე დარჩა. 

ავტორი: ნინო რაზმაძე