„მხოლოდ ქართულში“ ახმეტელის თეატრის მსახიობი გამოჩნდება - ვინ არის „ცხადო“ - (ვიდეო)

12:20 09-11-2018
486

„მხოლოდ ქართულმა“ სტარტი აიღო. პროექტის ოფიციალურ გვერდზე უკვე გაჩნდა ვიდეოები, რომელიც უკვე კარგ განწყობას ქმნის მაყურებლისთვის. ერთ-ერთ ვიდეოში ახმეტელის თეატრის მსახიობი, გიორგი ცხადაძეც ჩანს.

„ცხადო“ წელს „მხოლოდ ქართული“ ჩვენია, - წერს სოციალურ ქსელში გიორგის მეგობარი, ასევე ახმეტელის თეატრის მსახიობი, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალისტი და მომღერალი, ანდრია გველესიანი.

ჯერ არავინ იცის მოხვდება თუ არა გიორგი ცხადაძე პროექტის საუკეთესო ათეულში, მაგრამ თუ მოხვდება, აუცილებლად გახდება გოგონების გულთამპყრობელი.

კიდევ ერთი დეტალი, - გახსოვთ ალბათ „ერისიონის“ ცნობილი კლიპი და ბავშვი რომელიც ამ კლიპშია გადაღებული. ეს ბავშვი გიორგი ცხადაძე გახლავთ. 

და მთავარი, ცოტათი უნდა დავწყვიტო გული იმ გოგონებს, რომლებიც გიორგის ვიდეოს გავრცელების შემდეგ უკვე მოიხიბლნენ მისით. გიორგი შეყვარებულია. მისი მეუღლე მშვენიერი სალომე ლემონჯავაა. გთავაზობთ ფოტოებს გიორგის ალბომიდან.



ავტორი: ნინო მჭედლიშვილი