ქართველმა პიანისტმა 500 ათასი დოლარი მოგო

15:56 09-10-2018
893

ქართველი პიანისტი ნიკოლოზ ნამორაძე კანადის ალბერტას პროვინციის ქალაქ კალგარიში ფორტეპიანოს საერთაშორისო კონკურსის  Honens ლაურეატი გახდა.

ქართველმა პიანისტმა ფორტეპიანოსთვის განკუთვნილი მსოფლიოში ყველაზე დიდი ჯილდო – 100 ათასი დოლარი და ხელოვნის განვითარების პროგრამა (500 ათასი დოლარი) მოიგო.

ფინალში ქართველმა პიანისტმა ტაივანელ ჰან ჩენსა და ამერიკელ ლეველინ სანჩეს-ვერნერს აჯობა.

26 წლის ნიკოლას ნამორაძე თბილისში დაიბადა, ორი თვის ასაკში კი საცხოვრებლად ოჯახთან ერთად ბუდაპეშტში გადავიდა.

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი