გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს

15:27 08-31-2018
69

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ 2018 წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, ცესკოში წისაარჩევნო სუბიექტებისა და საინიციატივო ჯგუფების მიერ პრეზიდენტობის 36 კანდიდატია წარდგენილი.

საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია 29 აგვისტოდან დაიწყო. კანდიდატების წარდგენის ვადა კი 8 სექტემბერს იწურება. 

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართება.

გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტია 2013 წლის 27 ოქტომბრიდან. საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ინაუგურაციის შემდეგ, იმავე წლის 17 ნოემბერს შეუდგა. 2013 წლის მაისში გიორგი მარგველაშვილი მმართველმა კოალიციამ „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანიდადატად დაასახელა, რომელმაც გაიმარჯვა ხმათა 62,18 პროცენტით. მოგვიანებით, ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ მარგველაშვილის კანდიდატურა არასწორად შეარჩია.