"HAPPY 60-th BIRTHDAY MICHAEL! - პოპ-მუსიკის მეფის მაიკლ ჯექსონის დაბადების 60 წლის იუბილე შვილებმა და სელებრითებმა ერთად აღნიშნეს - ლეგენდარული ვარსკვლავის საუკეთესო ცეკვა (ვიდეორგოლი)

12:56 08-30-2018
258

გუშინ, ლას-ვეგასის, გასართობ კომპლექსში Mandalay Bay Resort, ლეგენდარული პოპ-ვარსკვლავის, მაიკლ ჯექსონის დაბადების დღის აღსანიშნავი დღესასწაული გაიმართა. მომღერალს წელს, 60 წელი შეუსრულდებოდა. ცერემონიას, მაიკლის შვილები, პერისი და პრინს ჯექსონი და უამრავი ვარსკვლავი ესწრებოდა. 

როგორც ჩანს, სტუმრები დღესასწაულზე, კარგ განწყობაზე იმყოფებოდნენ, რაც ნათლად ჩანს, ფოტოკადრებში. მათ, უდიდესი სიყვარული და პასტივისცემა გამოამჟღავნეს, პოპ-ვარსკვლავის ხელოვნების მიმართ, რაც ცეკვით და სიმღერით გამოხატეს. 

ვარსკვლავები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო, ვერ დაესწრნენ ლას-ვეგასში,  დღესასწაულის ცერემონიას, სოციალური ქსელების საშუალებით, გამოხატეს უღრმესი პატივისცემა და სიყვარული.

მადონამ, კანე უესტმა, ნაომი კემპბელმა, ფარელმა და სხვა სელებრითებმა, პოპ-მუსიკის მეფის საპატივცემლოდ, ინსტაგრამზე, მაიკლთან ერთად გადაღებული, სამახსოვრო ფოტოები გამოაქვეყნეს.

იხ. ფოტოკოლაჟი და ვიდეორგოლი: 

 

 

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე