დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის მკვლელობის საქმის გამოძიებაში დამოუკიდებელი ექსპერტები ჩაერთვებიან (ვიდეო)

13:10 08-29-2018
113

დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში დამოუკიდებელი ექსპერტები – მაია ნიკოლეიშვილი და ზაზა ალთუნაშვილი ჩაერთვებიან. ამის შესახებ დოდო გუგეშაშვილმა ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილთან ერთად "პრაიმტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. დოდო გუგეშაშვილმა თქმით, გამოძიება წრეზე ტრიალებს და დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართვით, შესაძლოა, საქმე წინ წაიწიოს.

“ჩვენ ამ საქმეში ვრთავთ მაია ნიკოლეიშვილსა და ზაზა ალთუნაშვილს, როგორც დამოუკიდებელ ექსპერტებს, რომლებიც იმედია, რაიმე ახალს გვეტყვიან. მე ჯერჯერობით არ მაქვს საფუძველი ვისაუბრო, რომ რომელიმე დასკვნა არაკომპეტენტურია ან ამომწურავი არ არის, მაგრამ მაია ნიკოლაიშვილისა და ზაზა ალთუნაშვილის მაღალპროფესიონალური დონის გამო, იმედი მაქვს, რომ ისინი რაღაც ახალს მაინც აღმოაჩენენ საქმეში, რომელმაც შესაძლოა, გამოძიება ცოტა წინ წასწიოს. ახლა, სამწუხაროდ, ის ობიექტური მიზეზების გამო ერთ წრეზე ტრიალებს”,- აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 7 თებერვალს დიღმის მასივში დოდო გუგეშაშვილის შვილი მოკლეს, თავად დოდო გუგეშაშვილი კი დაჭრეს.