სკანდალი! ჰარვი ვაინშტეინის მთავარი მსხვერპლი აზია არჯენტო არასრულწლოვანთან სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს - (ვიდეორგოლი)

12:52 08-21-2018
445

იტალიელი მსახიობი და რეჟისორი, აზია არჯენტო, კინოს ბიზნესში ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც პროდუსერი ჰარვი ვაინშტეინი, სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა.

The New York Times-ის ინფორმაციით,  არჯენტომ, პროდიუსერ ჰარვი ვაინშტეინთან სკანდალის შემდეგ, რამდენიმე თვეში, დუმილის სანაცვლოდ, საკუთარ ბრალმდებელს, 22 წლის მსახიობს და როკ-მუსიკოსს, ჯიმი ბენეტს, დუმილის სანაცვლოდ, 380 000$ გადაუხადა, რომელიც არჯენტოს სექსუალურ ძალადობაში დებდა ბრალს.

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს, კანის 71-ე კინოფესტივალზე, სიტყვით გამოსვლისას აზიამ განაცხადა, რომ 1997 წელს ჰარვი ვაინშტეინმა გააუპატიურა. არჯენტო, მოძრაობა MeToo-ს, ერთ-ერთი ლიდერი გახდა. 

ცნობილია, რომ ანონიმურმა წყარომ, ბენეტისთვის, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები მოიპოვა, რომელთა ავთენტურობასაც, საქმესთან დაკავშირებული, სამი ადამიანი ადასტურებს. 

მუსიკოსის, ჯიმი ბენეტის მტკიცებით, ის ჯერ 17 წლის არ იყო, როდესაც კალიფორნიაში, სასტუმრო Ritz-Carlton-ში, 37 წლის არჯენტომ, მასზე სექსუალურად იძალადა. კალიფორნიაში სექსუალური შეთანხმების ასაკი 18 წელია.

ბენეტის წარმომადგენლის ინფორმაციით, ამ ფაქტმა, მსახიობზე იმდენად იმოქმედა, რომ მას მსახიობობის გაგრძელების სურვილი დაეკარგა.  

გაზეთ The New York Times-ის ხელთ არსებულ მასალებში, არსებობს ასევე, 2013 წლის 9 მაისს გადაღებული სელფი, რომელზეც ჩანს, რომ არჯენტო და ბენეტი, საწოლში ერთად წვანან.

ფილმში The Heart Is Deceitful Above All Things, რომელიც 2004 წელს არის გადაღებული, მსახიობები, აზია და ჯიმი, დედა-შვილის როლს ასრულებენ.

ამ ფაქტის შესახებ, აზია არჯენტო, ჯერჯერობით  კომენტარს არ აკეთებს.   

იხ. ფოტოკოლაჟი და ვიდეორგოლი:

 

ავტორი: რუსა ღვანიძე