ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

პედრო სანჩესი

მსოფლიო 1714023465

კორუფციულ საქმესთან მეუღლის შესაძლო კავშირის გამო, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა საჯარო მოვალეობების შესრულება შეიჩერა

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა საჯარო მოვალეობების შესრულება შეიჩერა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.როგორც ცნობილი გახდა, ამის მიზეზია სანჩესის მეუღლე ბეგონა გომესი, რომელიც კორუფციაშია ეჭვმიტანილი.მედიის ცნობით, საქმის გამოძიება უკვე დაიწყო შესაბამისმა უწყებამ.პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისი მეუღლე დაიცავს საკუთარ უფლებებს და ითანამშრომლებს სასამართლო სისტემასთან.საჩივარი ბეგონა გომესის წინააღმდეგ ანტიკორუფციულმა მოძრაობამ შეიტანა.ამასთან, სანჩესმა განაცხადა, რომ 29 აპრილს გაავრცელებს ინფორმაციას, დარჩება თუ არა თანამდებობაზე.

ცაგარელი

ჰოროსკოპი 1714023277

„არ გირჩევთ ახალი სამსახურის მოძიებას, ბინის შეცვლას და სესხის აღებას“ - ცაგარელის გაფრთხილება

ინტელექტისა და კომუნიკაციის მმართველი პლანეტის – მერკურის დირექტულ მდგომარეობაში გადასვლა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ურთიერთობას ადამიანებს შორის, გამარტივდება მოლაპარაკებები და ხელშეკრულებების გაფორმება, ურთიერთგაგება და საერთო ენის მოძიება, ახალი კავშირებისა და კონტაქტების გაბმა.პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი ყურადღება და მზრუნველობა პარტნიორის მიმართ.პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა თვითშემეცნებისა და საკუთარ სურვილებში უკეთ გასარკვევად, ავტომობილის ყიდვისა და გაყიდვისთვის. ნაკლებად გაამართლებს მგზავრობა და მოგზაურობა, ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება, ბინის შეცვლა და სესხია აღება.ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ ინტიმური კავშირებისგან, რადგან მაღალია ვენერული დაავადებებით დასნეულების ალბათობა. მოერიდეთ რენტგენსა და სხივურ თერაპიას, კარგი დღეა ყელ-ყურისა და სუნთქვის სისტემის სამკურნალოდ. მოერიდეთ ცხარე და მარილიანი საკვების მიღებას.დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, შავი, მწვანე და ლურჯი, ასევე ოპალი, გიშერი, ტოპაზი, ობსიდიანი და ონიქსი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც უახლოეს 20 დღეში ახდება.ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსთვის, კირჩხიბისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს, სასწორს და მშვილდოსანს.

სალტანატი

სამართალი 1714021996

ყოფილი ჩინოვნიკის მიერ სასტიკად მოკლული 31 წლის ქალის საქმის განხილვა დასრულდა

ყაზახეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრი, მეუღლის, სალტანატ ნუკენოვას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაშია ბრალდებული.ბოლო ინფორმაციით, ყოფილი ჩინოვნიკის მიერ სასტიკად მოკლული 31 წლის ქალის საქმის საგნობრივი განხილვა დასრულდა. ახლა იწყება ადვოკატთა პაექრობა.ინფორმაცია თავად სალტანატის ძმამ "ინსტაგრამის" მეშვეობით გაავრცელა. ცნობისთვის, ასტანაში, ყაზახეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრის ბიშიმბაევის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. კაცი  მეუღლის, სალტანატ ნუკენოვას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაშია ბრალდებული.ცნობისთვის, სასამართლო განხილვა მალე დასრულდება და განაჩენს ნაფიცი მსაჯულები გამოიტანენ.სალტანატი 2023 წლის 9 ნოემბერს გარდაიცვალა. იმ დღეს ის და მისი მეუღლე კონცერტზე იმყოფებოდნენ, როგორც ცნობილია, მათ იკამათეს და საკონცერტო დარბაზი მალევე დატოვეს. შემდეგ კი ოჯახის კუთვნილ რესტორანში წავიდნენ და ვიაიპი-ოთახში შევიდნენ.სასამართლოზე წარმოდგენილი მასალებით, სალტანატი ქმართან გაშორებას გეგმავდა, ამბობდა, რომ მუდმივი ბულინგითა და ქმრის მხრიდან ძალადობით დაიღალა. როგორც ქალის ახლობლები ამბობენ, კუანდიკი ცოლს გამუდმებით სცემდა.მათივე თქმით, ყოფილი მინისტრი ცოლს რამდენიმე საათის განმავლობაში ჩაკეტილ ოთახში სცემდა და მხოლოდ მაშინ გაჩერდა, როდესაც გოგონამ გონება დაკარგა და ძირს დაეცა. როცა მამაკაცმა გააცნობიერა, რაც მოხდა, რესტორნის თანამშრომლები დაითხოვა და რესტორნის დირექტორს დაურეკა, რომელიც ასევე დაკავებული, მან ბიშიმბაევის მოთხოვნით, სალტანატის ტელეფონს ლოკაცია გამოურთო, რომ ოჯახს მისი მოძებნა ვერ შეძლებოდა.გოგონას ახლობლები ამბობენ, რომ ტრაგედიამდე რამდენიმე თვით ადრე ნათესავს ფოტოებიც კი გადაუგზავნა, როგორ იყო ნაცემი, ხოლო, როცა  ქმარმა ამის შესახებ გაიგო, კიდევ უფრო მეტად სცემა და აიძულა, ინტიმური შინაარსის ვიდეო გადაეღო.კუანდიკ ბიშიმბაევი სასამართლოში სიტყვით უკვე გამოვიდა. მან პატიება სთხოვა სალტანატ ნუკენოვას ახლობლებს. თუმცა, მან თქვა, რომ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.სასამართლოში ჩვენება მისცა სასწრაფო დახმარების ექიმმა და საპატრულო პოლიციელმა.სასამართლოში ისაუბრა მოწმემ, რომელიც ნუკენოვას მკვლელობის ღამეს რესტორანში იმყოფებოდა. სასამართლოზე ჩვენება მისცა სამედიცინო ექსპერტმაც, რომელმაც დეტალურად აღწერა, რა დაზიანებები მიაყენა ბიშიმბაევმა სალტანატ ნუკენოვას და რამ გამოიწვია მისი სიკვდილი.აპრილს მეორე ბრალდებულმა ბახიტჯან ბაიჯანოვმა მოყვა თავისი ვერსია, იმ დღის მოვლენების შესახებ, როდესაც სალტანატ ნუკენოვა გარდაიცვალა.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1714021498

პრემიერ-მინისტრი უნგრეთშია

პრემიერ-მინისტრი უნგრეთშია. ირაკლი კობახიძე კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დღეს გაიხსნება. მთავრობის მეთაური კონფერენციის გახსნით სესიაზე სიტყვით გამოვა.ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება შეხვედრა უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან ვიქტორ ორბანთან. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ლევან ჟორჟოლიანი არიან.

9 წლის ბრიტანელი

ტაბლოიდი 1714021382

თოლიების კივილის იმიტაციაში ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული 9 წლის ბრიტანელი გახდა

9 წლის ბრიტანელმა ბიჭმა კუპერ უოლესმა დერბიშირიდან თოლიების კივილის იმიტაციაში ევროპის ჩემპიონატი მოიგო. ამის შესახებ BBC წერს.გამოცემის ინფორმაციით, ჩემპიონატი ტრადიციულად ბელგიაში ჩატარდა. უოლესი იუნიორთა კატეგორიაში ასპარეზობდა. კუპერი ამ ჩიტებით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ერთხელ, პლაჟზე სეირნობისას მას თოლიამ უკბინა. მაშინ ბიჭმა გადაწყვიტა, რომ „ადამიანი-თოლია“ გახდებოდა, ისევე როგორ ცნობილი გმირი პიტერ პარკერი გახდა ადამიანი-ობობა, მას შემდეგ რაც მას ამ მწერმა უკბინა.კუპერმა შესაძლო 100 ქულიდან 92 მიიღო. ჟიურის წევრებმა აღნიშნეს, რომ ბიჭმა თოლიების კივილის რამდენიმე ვარიაცია უბადლოდ შეასრულა. ისევე როგორც ჩემპიონატის მონაწილეთა უმეტესობა, კუპერი ტურნირზე თოლიის კოსტიუმში გამოწყობილი მონაწილეობდა.თოლიების კივილის იმიტაციაში ევროპის პირველი ჩემპიონატი 5 წლის წინ ჩატარდა. ღონისძიების მიზანია ადამიანებში თოლიების აღქმის გაუმჯობესება.