გიორგი მარგველაშვილი ხვალ სამოქალაქო სექტორთან შემაჯამებელ შეხვედრას გამართავს

20:40 08-19-2018
54

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კონსულტაციების ფარგლებში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევად, ხვალ სამოქალაქო სექტორთან შემაჯამებელ შეხვედრას გამართავს. 

„ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აქტიურად აწარმოებდა კონსულტაციებს და შეხვედრებს იურიდიული პროფესიის სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლებთან. ჩვენ ამჯერად უკვე ჩავატარებთ გაფართოებულ შეხვედრას პრეზიდენტის მონაწილეობით და მოხდება მთელი ამ შეხვედრების შეჯამება, კიდევ ერთხელ გაანალიზება და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება თუ ეს პროცესი რა გზით მიდის. ამის შემდეგ უკვე მოხდება კანდიდატურების დასახელებაც“, - აცხადებს პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე.