16 წლის გოგოს თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის დაკავებულ პირს მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა

12:45 08-19-2018
133

16 წლის გოგოს თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის დაკავებულ პირს მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა. პროცესი გვიან ღამით დასრულდა.

მორიგი სასამართლო პროცესი ორ თვეში გაიმართება.

დაკავებულს წაყენებული ბრალიც დაუმძიმდა. გამოძიება მას გოგონას თვითმკვლელობამდე მიყვანის გარდა, არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებასაც ედავება.

დაკავებული 22 წლის ახალგაზრდა ინტერნეტით გაცნობილ გოგოს ინტიმური ხასიათის ფოტო-ვიდეო მასალის გასაჯაროებით აშანტაჟებდა, რის შედეგადაც სოფელ ნატანების მკვიდრმა 16 წლის არასრულწლოვანმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.

ავტორი: ნინო რაზმაძე