თბილისიდან კრასნოდარის მიმართულებით მოძრავი ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 11 კი - დაშავდა

12:32 08-19-2018
107

რუსეთში, სტავროპოლის ოლქში, თბილისიდან კრასნოდარის მიმართულებით მოძრავი ავტობუსისა და „კამაზის“ მარკის სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 11 კი - დაშავდა. შემთხვევა 19 აგვისტოს, 04:00-ზე მოხდა.

ავტობუსში 41 მგზავრი და 2 მძღოლი იმყოფებოდა. დაშავებულები, მათ შორის ბავშვები, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ.

ავტორი: ნინო რაზმაძე