დღეს ფერიცვალებაა

09:15 08-19-2018
102

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ფერიცვალების დღესასწაულს აღნიშნავს. მორწმუნეთა რწმენით, ამ დღეს მაცხოვარმა ფერი იცვალა.

დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე საზეიმო წირვას მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს. წირვის შემდეგ, პატრიარქი ტრადიციულად იქადაგებს. სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში 10:00-ზე დაიწყება.

წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა.

ფერიცვალების დღესასწაულზე ტაძრებში ხილი იკურთხება, მათ შორის, განსაკუთრებული დატვირთვა ყურძენს აქვს. მათთვის, ვინც მარხულობს, ეს დღე თევზით ხსნილია.

ავტორი: ნინო რაზმაძე