ანჯელინა ჯოლი ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს?! - როგორია მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა

12:19 08-14-2018
1121

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰოლივუდის მსახიობი, 43 წლის ანჯელინა ჯოლი, ფსიქიკური აშლილობის და ანორექსიის გამწვავების გამო, სამკურნალოდ, ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს. სავარაუდოდ მიზეზი, ყოფილი წყვილის, ორწლიანი დავა გახდა, რომელიც შვილების აღზდის საკითხს ეხება. 

მაგრამ შესაძლებელია, ეს ინფორმაცია არასწორია - პაპარაცებმა ანჯელინა, კალიფორნიის ერთ-ერთ მაღაზიაში, იმ დროს დააფიქსირეს, როცა შვილებთან ერთად, მარკეტიტან გამოდიოდა. ფოტოზე მსახიობი, საკმაოდ ბედნიერად გამოიყურება -  ავადმყოფობის, არანაირი კვალი არ აღენიშნება.

შეგახსენებთ, რომ ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა, ერთმანეთი, 2004 წელს, ფილმის "მისტერ და მისის სმიტების" გადაღების დროს გაიცნეს. მართალია, წყვილმა 10 წლის შემდეგ იქორწინა, მაგრამ 2016 წელს, ანჯელინამ, განქორწინების თაობაზე, სასამართლოში განცხადება შეიტანა. წყვილს, სამი შვილად აყვანილი და სამი ბიოლოგიური შვილი ჰყავთ.  

იხ. ფოტოები:

  

 

ავტორი: რუსა ღვანიძე