ვიდეოები

1713260837

VIDEO: სალომე უშხვანი და ნიკო ქართველი „პრაიმ ჰაუსში“ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - წყვილის მორიგი „პრანკი“

სალომე უშხვანმა და ნიკოლოზ ქართველმა ამჯერად, პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეები „გაპრანკეს“. მათი დადგმული ჩხუბი, მონაწილეებს მართალი ეგონა და საქმის განხილვის პროცესში ყველა ჩაერთო.ნახეთ სახალისო კადრები ↓

სალომე ნიკო

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

გვენეტაძე

პოლიტიკა 1713285702

ედიშერ გვენეტაძე დევი ჭანკოტაძეზე: კრემლისაგან მხარდაჭერილ ამფსონებთან ერთად, 1990-იან წლებში რუსების მიერ გადაცემული ზარბაზნები და ჭურვები დაუშინა ეროვნულ ხელისუფლებას, იგივე მზაკვრობისათვის ემზადებიან და ამას თავისივე პირით აღიარებენ

 ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, დევი ჭანკოტაძის განცხადებას აფასებს, რომლის თანახმად, “ერთი ადამიანიც რომ დაიღუპოს, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება.”როგორც გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს, ჭანკოტაძემ, ერთხელ უკვე დაუშინა ეროვნულ ხელისუფლებას რუსების მიერ გადაცემული ჭურვები და ოპოზიცია ახლაც იმავეს აპირებს. “ამ გენერალმა თავის კრემლისაგან მხარდაჭერილ ამფსონებთან ერთხელ 1990-იან წლებში რუსების მიერ გადაცემული ზარბაზნები და ჭურვები დაუშინა ეროვნულ ხელისუფლებას! დაანგრია პარლამენტის შენობა! გადაწვა, გადაბუგა რუსთაველი, რის შემდეგ ქვეყანაში სრულმა სიბნელემ და უმეცრებამ დაისადგურა! დაიკარგა ტერიტორიები! ახლაც იგივე მზაკვრობისათვის ემზადებიან - ნახეთ ყოველივე ამას თავისივე პირით აღიარებენ!” - წერს ედიშერ გვენეტაძე.

tamta megrelishvili

პოლიტიკა 1713285203

თამთა მეგრელიშვილი: "ნაციონალური მოძრაობის" წევრს დევი ჭანკოტაძეს ოპოზიციური სპექტრი პოლიტიკურ ძელზე გააკრავს, რადგან, მან ოპოზიციის გეგმა გასცა - არის ინფორმაცია, რომ იგეგმება შეკრებილი ახალგაზრდებიდან ერთ-ერთის სიკვდილი

 ესეც წამოცდენათა სერიიდან არის! "ნაციონალური მოძრაობის" წევრს დევი ჭანკოტაძეს დღეს ოპოზიციური სპექტრი პოლიტიკურ ძელზე გააკრავს, რადგან ამ კაცმა ოპოზიციის გეგმა ღიად გასცა, - ასე ეხმიანება “ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, დევი ჭანკოტაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ “ერთი ადამიანიც რომ დაიღუპოს, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება.”მეგრელიშვილის თქმით, არსებობს ინფორმაცია, რომ იგეგმება ერთ-ერთი ახალგაზრდის სიკვდილი, რათა მოქმედი ხელიაუფლება “ააყირაონ”. ის ასევე მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, გაფრთხილდნენ, ვინაიდან ოპოზიციისთვის მხოლოდ სატყუარას წარმოადგენენ. “ესეც წამოცდენათა სერიიდან არის! "ნაციონალური მოძრაობის" წევრს დევი ჭანკოტაძეს დღეს ოპოზიციური სპექტრი პოლიტიკურ ძელზე გააკრავს, რადგან ამ კაცმა ოპოზიციის გეგმა ღიად გასცა. არის ინფორმაცია, რომ იგეგმება შეკრებილი ახალგაზრდებიდან ერთ-ერთი ახალგაზრდის სიკვდილი, რადგან ანტისახელმწიფოებრივ ძალებს მიაჩნიათ, რომ ფატალური შედეგი მარტივად ააყირავებს მოქმედ ხელისუფლებას. შესაბამისი სამსახურები დარწმუნებული ვარ ყველა ზომას მიიღებენ, მაგრამ ახალგაზრდებო, უშინაარსო პროტესტს აყოლილო ადამიანებო, გაფრთხილდით, თქვენ ოპოზიციისთვის მხოლოდ პოლიტიკურ ანკესზე წამოგებული უმნიავნელო სატყუარა ხართ.” - წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.

davit qartvelishvili

პოლიტიკა 1713285087

დავით ქართველიშვილი დევი ჭანკოტაძის განცხადებაზე - ტრენინგი ჩატარდა, განზრახვა გაჟღერდა, დაკვეთა მიცემულია - სცენარის ავტორი - ვანო "ორიტრუპი" მერაბიშვილი, დამდგმელი რეჟისორი - მიხეილ "მუმია" სააკაშვილი, მთავარ როლებში - ნაცჯალათები და ნაცპროვოკატორები

 ტრენინგი ჩატარდა, განზრახვა გაჟღერდა, დაკვეთა მიცემულია. სცენარის ავტორი - ვანო "ორიტრუპი" მერაბიშვილი, დამდგმელი რეჟისორი - მიხეილ "მუმია" სააკაშვილი, მთავარ როლებში - ნაცჯალათები და ნაცპროვოკატორები - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „ნაცმოძრაობის“ დეპუტატს დევი ჭანკოტაძეს, რომელმაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ მისი, როგორც გენერლის რჩევაა, გაიტანონ „გამჭვირვალობის კანონი“, ეს გამოიწვევს ძალიან ცუდ მოვლენებს, ერთი ადამიანიც რომ დაიღუპოს, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დასრულდება.„როგორი ჯალათობრივი რჩევაა. ფაზლი შედგა: 1) USAID-ის მიერ ჩამოყვანილი "ბავშვთა ონკოლოგიის" სერბი სპეციალისტები: ახალგაზრდებში გამოწვეული მსხევრპლი რეზონანსულია, თანაც ადვილად განცორციელებადი - ისინი ხომ ვერ აზღვევენ საფრთხეების რისკებს, 2) "პროფესორი" ლევან ბერძენიშვილი: დაკავებები და დაპატიმრება - გუშინდელი დღეა, სისხლის ღვრის ჟამი დგება და 3) "გენერალი" ჭანკოტაძე - ერთი ადამიანის სიკვდილიც კი, ძალიან ცუდად შემოუბრუნდება ხელისუფლებას. ტრენინგი ჩატარდა, განზრახვა გაჟღერდა, დაკვეთა მიცემულია. სცენარის ავტორი - ვანო "ორიტრუპი" მერაბიშვილი, დამდგმელი რეჟისორი - მიხეილ "მუმია" სააკაშვილი, მთავარ როლებში - ნაცჯალათები და ნაცპროვოკატორები. ამ გეგმების ჩამშლელი: ქართველი ხალხი, მოქმედი ხელისუფლება და მართლწესრიგის ორგანოები. არა რუსულ რეპრესიებს! არა ნეოტროცკისტებს!“ - წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.         

ნინო ფოჩხუა

პოლიტიკა 1713285010

ნინო ფოჩხუა დევი ჭანკოტაძეზე: ეს კაცი არა თუ უნდა გვმოძღვრავდეს, ხმას ვერ უნდა იღებდეს. აი დღესაც, ნებით თუ უნებლიედ, წამოსცდა ის გეგმა, რაც ხალხში დიდი ხანია მუსირებს - აქციაზე ადამიანის დაღუპვა

 ეს კაცი არა თუ უნდა გვმოძღვრავდეს, ხმას ვერ უნდა იღებდეს. ის მონაწილეა იმ სპეცოპერაციის, რასაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ჰქვია. ამ მოღალატეს და სამშობლოს გამყიდველს ვინ მიანიჭა გენერლის წოდება? დევი ჭანკოტაძე ციხეში უნდა იჯდეს, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა „ნაცმოძრაობის“ წევრის დევი ჭანკოტაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, „ჩემი, როგორც გენერლის რჩევაა, გაიტანეთ ეს კანონი. ეს გამოიწვევს ძალიან ცუდ მოვლენებს. ერთი ადამიანიც, რომ დაიღუპოს, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება“.ფოჩხუას თქმით, დევი ჭანკოტაძეს ნებით თუ უნებლიედ, წამოსცდა ის გეგმა, რაც ხალხში დიდი ხანია მუსირებ - აქციაზე ადამიანის დაღუპვა. „ეს კაცი არა თუ უნდა გვმოძღვრავდეს, ხმას ვერ უნდა იღებდეს. ის მონაწილეა იმ სპეცოპერაციის, რასაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ჰქვია. ამ მოღალატეს და სამშობლოს გამყიდველს ვინ მიანიჭა გენერლის წოდება? დევი ჭანკოტაძე ციხეში უნდა იჯდეს. აი დღესაც, ნებით თუ უნებლიედ, წამოსცდა ის გეგმა, რაც ხალხში დიდი ხანია მუსირებს, აქციაზე ადამიანის დაღუპვა. არ მაქვს უფლება არ დავიჯერო, არ მავიწყდება მიშას და გვარამიას ფარული ჩანაწერი, სადაც აქციაზე ორსული ჟურნალისტის სიკვდილს გეგმავდნენ. აბა გაბედეთ, პირველი მსხვერპლი ერთ-ერთი თქვენგანი იქნება“, - წერს ფოჩხუა.

ეროვნული გამოცდები

განათლება 1713284331

გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის დარეგისტრირებულთაგან 21 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა არჩევით საგანთა შორის ისტორია, ხოლო 17 000-მდე აბიტურიენტმა მათემატიკა აირჩია.ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.აბიტურიენტების არჩევანი საგნების მიხედვით ასე გამოიყურება:ისტორია აირჩია – 21 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა; მათემატიკა აირჩია – 17 000-მდე აბიტურიენტმა; გეოგრაფია აირჩია – 2 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა; ლიტერატურა აირჩია – 1 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა; სამოქალაქო განათლება აირჩია - 2 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა; ქიმია აირჩია – 2 800-ზე მეტმა აბიტურიენტმა; ფიზიკა აირჩია – 1 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა; ბიოლოგია აირჩია – 4 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა; ხელოვნება აირჩია – 270-ზე მეტმა აბიტურიენტმა. შეგახსენებთ, რომ 2024 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა, ხოლო მასწავლებლის გამოცდის ჩასაბარებლად 18 900 - ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა.