ვიდეოები

1713427585

Eurostat: თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა

თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა. ამის შესახებ Eurostat-ის სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს.ლიეტუვამ მარცვლეულის რეგულარული იმპორტი 2023 წლის მაისში შეწყვიტა, მარცვლეულის ბოლო პარტია კი რუსეთიდან ქვეყანაში 2023 წლის ივლისში შევიდა. ამის შემდეგ რუსეთიდან ლიეტუვაში მარცვლეული მხოლოდ 2024 წლის თებერვალში შევიდა - საუბარია 1,95 მილიონი ევროს ღირებულების 12,2 ტონა მარცვლეულზე.პარალელურად, რუსეთიდან მარცვლეულის იმპორტს ზრდის ლატვია, რომელმაც ზამთრის ბოლოს რუსეთიდან 10 მილიონი ევროს ღირებულების 58,8 ათასი ტონა მარცვლეული შეიძინა, წინა თვეში შეძენილი მარცვლეულის ღირებულება კი 8,7 მილიონ ევროს შეადგენდა.საერთო ჯამში, ევროკავშირის ქვეყნებმა 2024 წლის თებერვალში 16,9 მილიონი ევროს ღირებულების 92,6 ათასი ტონა რუსული მარცვლეული შეიძინეს.  ფოტო: dpa

ფოტო: dpa

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

პრემიერ-მინისტრი საქართველოში ირანის ელჩს შეხვდა

პოლიტიკა 1713516065

პრემიერ-მინისტრი საქართველოში ირანის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა.გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საქართველოსა და ირანს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს. შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

მარიამ სანოგო

ტაბლოიდი 1713515927

როდის გახდება აუტსაიდერების ვინაობა ცნობილი - მარიამ სანოგო „პრაიმ ჰაუსში“ მივიდა

„პრაიმ ჰაუსში“ ტრადიციული „ლაიქ-დისლაიქის“ ცერემონიალი არ შედგა. პროექტის გადაწყვეტილებით, 3 აუტსაიდერის ვინაობას მაყურებელი პარასკევს, პირდაპირ ეთერში შეიტყობს.„ბოლო რამდენიმე დღეა, „პრაიმ ჰაუსის“ სერიები შეფერხებით გადის. აქედან გამომდინარე, ოთხშაბათის „ლაიქ-დისლაიქის“ ცერემონიალი არ ჩატარდება. პარასკევის ლაივ შოუზე, თქვენ, მონაწილეები მიიღებთ გადაწყვეტილებას, თუ ვინ იქნება 3 აუტსაიდერი და კვირის ბოსი“, - განაცხადა მარიამ სანოგომ.

პარლამენტი მიკროფონი

პოლიტიკა 1713515014

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა.კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა.კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, ჩამოიწერება ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი.კანონპროექტით განისაზღვრება, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე (მათ შორის, წილზე/აქციაზე) საკუთრების უფლების, 2028 წლის პირველ იანვრამდე საქართველოს საწარმოსთვის გადაცემისას ამ ოპერაციის ფარგლებში, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და პარტნიორი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, გათავისუფლებულია მოგების/საშემოსავლო გადასახადისგან.კანონპროექტის თანახმად, აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი თავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან, ხოლო საქართველოს საწარმო ამ ოპერაციის ფარგლებში მიღებულ აქტივთან დაკავშირებით თავისუფლდება ქონების გადასახადისგან, 2030 წლის პირველ იანვრამდე.

ზაზა შათირიშვილი

პოლიტიკა 1713514790

ზაზა შათირიშვილი მიმართვას ავრცელებს

„მმართველი გუნდის მიერ, „გამჭვირვალობის“ კანონის ინიცირებიდან დღემდე განვლილი პერიოდი და მომხდარი ფაქტები საშუალებას გვაძლევს, რამდენიმე კუთხით დავინახოთ მოვლენები და საზოგადოებას სწორი და ჯანსაღი ანალიზი მივაწოდოთ.პირველ რიგში, საგულისხმო და გასახარია, რომ ამ ურთულესი და უთანასწორო დაპირისპირების პირველი რაუნდი საქართველოს ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა მოიგო. მოიგო არაერთი ფაქტორის გამო, პირველ რიგში კი, საზოგადოებასთან სწორი და გამართული კომუნიკაციით. დღეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდმა უმრავლესობამ ზუსტად იცის, რომ გამჭვირვალობის კანონი მხოლოდ საქართველოს სუვერენიტეტის გაძლიერებას ემსახურება. ქართველმა ხალხმა კარგად გაიგო, რომ ამ კანონის გატანა არის პრინციპული საკითხი, რათა ქვეყანა დაემსგავსოს ქვეყანას და ოცდაათწლიანი ჩაკეტილ წრეზე სიარულის შემდეგ, როგორმე გადავდგათ ნაბიჯი წინ, უფრო მეტი დამოუკიდებლობისკენ. ამის მიუხედავად, არავინ იფიქროს, რომ ყველაფერი დასრულდა - პირიქით, ყველაფერი ახლა იწყება.დასაწყისში ვახსენე, რომ ეს დაპირისპირება არის უთანასწორო, რასაც მცირე განმარტება მინდა გავუკეთო. ფაქტია, რომ დღეს ქართველი ხალხი და საქართველოს ეროვნული ხელისუფლება ძალიან დიდ ძალას დაუპირისპირდა. ძალას, რომელსაც მთელს დასავლეთში აქვს ფესვები გადგმული და აკონტროლებს ყველაფერს: მთავრობებს, ეკონომიკას, დიდი გაერთიანებების ბიუროკრატიას და შესაბამისად, პოლიტიკურ პროცესებს.“გამჭვირვალობის კანონის” ინიცირება გველების ბუდესთან გოგირდის ახრჩოლებას ჰგავდა, რადგან ეს კანონი პირდაპირ ეხება ქართველი უსამშობლო ოპოზიციის და მათ პატრონებს უცხოეთში. პირდაპირ ეხება ქართველი უსამშობლოებისათვის შავი ფულის გადაკეტვას და ფაქტია, ამ ხალხს ყველაზე მეტად გამჭვირვალობა აშინებს. ცხადია, არავინ ფიქრობს, რომ ცალკე აღებული გვარამია, მელია, გახარია, ხაზარაძე, სააკაშვილი და ჯაფარიძე რამეს წარმოადგენს, მაგრამ მათ ზურგზე ნამდვილად დიდი წარმოდგენა უნდა გვქონდეს.ეს ზურგი არის ამერიკის შეერთებული შტატები და მის მიერ სრულად გაკონტროლებული ევროპა. გულდასაწყვეტია, რომ ევროკავშირი, თითქმის ყველა ქვეყნის ლიდერის ხელით, ბოლომდეა დამორჩილებული ამერიკის მმართველობას და თვითგანადგურების რეჟიმშია. ევროკავშირის ქვეყნებში აღარ არსებობს არც პრეზიდენტის და არც პრემიერ-მინისტრის ინსტიტუცია, ამ ქვეყნებს აგენტების ხელით მართავენ და საკუთარ ჭკუაზე დაატარებენ. სწორედ ამით აიხსნება ჩვენი ქვეყნის მიმართ არაევროპული, ველური თავდასხმა. სწორედ ამით აიხსნება გამწარებული წინააღმდეგობა გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ. სწორედ ამით აიხსნება, რომ ამერიკელებმა რიგში ჩაამწკრივეს თავიანთი „ევროპელი“ აგენტები, როგორიცაა მაგალითად შარლ მიშელი და დღეში 2-3 განცხადებას აკეთებინებენ ჩვენ წინააღმდეგ. ყველაზე ამორალური ამ პროცესში კი მათი სითავხედეა - იმდენად დაბალ ღობედ მივაჩნივართ, რომ უტიფრად გვეუბნებიან, არ მივიღოთ კანონი, რომელიც ათწლეულებია ამერიკაში მოქმედებს, ხოლო ევროკავშირში ინიცირებულია და მალე დაამტკიცებენ. მიზეზის მოფიქრებაზეც ბევრი არ უფიქრიათ - ურცხვად გვეუბნებიან, რომ ჩვენთვის არაევროპულია ის, რასაც თავად აკეთებენ. სიმართლე გითხრათ, გლობალურ პოლიტიკაში მსგავსი თავხედური ორმაგი სტანდარტი აქამდე არასოდეს მინახავს.და მაინც, მთავარი სათქმელი ახლა უნდა ვთქვა - გამჭვირვალობის კანონის ინიცირებამ სულ წყალში ჩაუყარა აქაური, გავერანებული ოპოზიციის დავალების მიმცემებს მინიმუმ სამწლიანი წვალება და შრომა, რომ როგორმე დაზიანებული "ნაცმოძრაობა" დაესუსტებინათ და მის ნაცვლად ახალი, ვითომდა "შუაშისტური" პოლიტიკურ ძალა შეექმნათ. ხან ხაზარაძე აწვალეს, ხან გახარია - არაფერი გამოუვიდათ, რადგან ერთმა მოძალადე მევახშის, ხოლო მეორემ მოღალატის სამართლიანი იარლიყი ვერაფრით ჩამოიშორა. ბოლოს, ორი ოდიოზური კრიმინალი, გვარამია და მელია ხელოვნურად შეაწებეს ერთმანეთს, მაგრამ ეს სიმბიოზი სასაცილოდ არ ჰყოფნის ქართველ ხალხს. გამჭვირვალობის კანონმა ეს ვითომდა ერთმანეთს დაპირისპირებული პოლიტიკოსები ისევ გააერთიანა, თანაც, ოფიციალურად. გუშინ მათ ერთობლივი განცხადება გააკეთეს, რომ ერთად და კოორდინირებულად იბრძოლებენ "გამჭვირვალობის კანონის" წინააღმდეგ. ცხადია, მათი დაპირისპირების ხელოვნური ამბავი რთული დასაჯერებელი იყო, მაგრამ თუ ვინმეს ეგონა, რომ ხაზარაძე სააკაშვილს ბუნებრივად ლანძღავდა, ან გვარამია რომ ამბობდა, მიშა ჩემი კონკურენტიაო, გულწრფელი იყო ამ სიტყვებში - ახლა ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.მოკლედ რომ ვთქვათ, წრედი შეკრულია - წილი ნაყარია. "გამჭვირვალობის კანონი" ააშკარავებს აქ უსამშობლო ოპოზიციას და გარეთ დამფინანსებლებს. მათი მიზანი მარტივია - ეროვნული ხელისუფლება მოიშორონ, თანამდებობებზე მათ მიერ მართული მარიონეტები დანიშნონ და სრულად დაიმორჩილონ საქართველო. შემდეგ კი გააკეთებენ ყველაფერს, რასაც მოინდომებენ. პირველ რიგში ომს გააჩაღებენ რუსეთთან უსამშობლო პოლიტიკოსების ხელით, ხოლო შემდეგ, თუ ჩვენი ქვეყნიდან რამე დარჩება, სხვა მიზნებისთვის გამოიყენებენ. შესაბამისად, მათთვის ახლა გადამწყვეტი მომენტი დგას. აქაური რადიკალების დამფინანსებელი გარე ძალები ყველა რესურსს გამოიყენებენ, ბოლო ტყვიას გაისვრიან, რომ როგორმე „ქართულმა ოცნებამ“ ეს კანონი არ მიიღოს. ამ გზაზე იქნება ბევრი ნაღმი, შანტაჟი და მუქარა, მაგრამ მაინც ვიმედოვნებ, რომ დღევანდელი ხელისუფლება და ქართველი ხალხი არ დაუშვებს ეს ქვეყანა აგენტურას გადააბაროს“, - აღნიშნა ზაზა შათირიშვილმა.

ჩახუტება

მეცნიერება 1713514565

ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას ამსუბუქებს - კვლევა

ახალი კვლევის ფარგლებში სპეციალისტებმა ამ საკითხისადმი მიძღვნილი 212 ნაშრომი გააანალიზეს და დაასკვნეს, რომ, ზოგადად, შეხება ნებისმიერი ასაკის ადამიანის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას აუმჯობესებს.„აქამდეც ვიცოდით, რომ შეხება ჯანმრთელობაზე ზემოქმედების მხრივ მნიშვნელოვანია, მაგრამ, მრავალი კვლევის მიუხედავად, უცნობი იყო, როგორ უნდა გამოვიყენოთ ის ოპტიმალურად, კონკრეტულად რა ეფექტს უნდა ველოდოთ და როგორია გავლენის მქონე ფაქტორები", - აცხადებენ ავტორები.მათ მიერ შესწავლილ ნაშრომებში 12 966 ადამიანის მონაცემებია გაერთიანებული. ამ ინფორმაციის ანალიზმა აჩვენა, რომ შეხება შესაძლოა, ტკივილის, შფოთვისა და დეპრესიის შემსუბუქებაში დაგვეხმაროს. ეს ეფექტი დაფიქსირდა როგორც ბავშვებში, ისე ზრდასრულებში.მსგავსი ზემოქმედება სხვადასხვა ტიპის ფიზიკური კონტაქტისას ვლინდება, იქნება ეს ჩახუტება თუ მასაჟი. ამის მიუხედავად, ყველაზე ეფექტიანი თავსა და სახეზე შეხება აღმოჩნდა, ყველაზე დადებითი რეაქციების გამომწვევი კი ხანმოკლე და ხშირი შეხება.დადგინდა ისიც, რომ ჩვილებში მშობლებთან შეხება უფრო შედეგიანია, მოზრდილებში კი სხვაობას არ გვაძლევს, ახლობელია თუ არა ადამიანი. რა თქმა უნდა, დადებითი ეფექტის მისაღებად შეხება სასურველიც უნდა იყოს, ხოლო რეაქციები აბსოლუტურად ინდივიდუალურია.