ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

 შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1713858706

ოჯახურ ღირებულებებთან დაკავშირებული კონსტიტუციური ცვლილებების საკითხზე საზოგადოების მხრიდან არის დიდი მხარდაჭერა - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოჯახურ ღირებულებებთან დაკავშირებული კონსტიტუციური ცვლილებების საკითხზე საზოგადოების მხრიდან არის დიდი მხარდაჭერა.„მნიშვნელოვანია, რომ ოჯახურ ღირებულებებთან დაკავშირებული კონსტიტუციური ცვლილებები დეტალურად იყოს განხილული ჩვენს მოსახლეობასთან, რათა მათი მოსაზრებებიც გავიგოთ და მივიტანოთ პარლამენტამდე და პარლამენტმა ამის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება.რასაც ვხედავთ ამ ცვლილებების ინიცირების შემდეგ, არის დიდი მხარდაჭერა ჩვენი საზოგადოების მხრიდან და ამ ცვლილების საჭიროება. ეს არის გზავნილი მთლიანად პარლამენტისთვის, იქნება ეს უმრავლესობა თუ ოპოზიცია. იმედი მაქვს, რომ პარლამენტის ყველა წევრი მოიქცევა იმ დაკვეთის და ხმის შესაბამისად, რომელიც მოდის ჩვენი მოსახლეობისგან.ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ საკითხებზე, რომელიც ეხება ამ კანონპროექტს. კანონპროექტით გათვალისწინებულია ისეთი საკითხები, რომელიც ეხება ქორწინებას, შვილად აყვანას, სასწავლო პროგრამებს. სხვათა შორის, მსგავსი კანონმდებლობა სხვადასხვა ქვეყანაში მიიღება. მხოლოდ შარშან აშშ-ში, სხვადასხვა შტატში 72 კანონი იყო მიღებული, რომელიც ეხებოდა განსაკუთრებით საგანმანათლებლო პროცესში ლგბტ პროპაგანდისგან დაცვას. ასე რომ, ეს გამოცდილება კანონშემოქმედების მხრივ არის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა გრძელდება. საორგანიზაციო კომისია ამჯერად ამბროლაურს ეწვია. განხილვისას დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება კომისიის წევრებს ყველა ის შეკითხვა დაუსვას, რომელიც საკითხის ირგვლივ აინტერესებთ. მსგავსი შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით ყველა დიდ ქალაქში გაიმართება. კომისია გუშინ ქუთაისში იმყოფებოდა.

ზურა ბერიკაშვილი

საზოგადოება 1713858564

„ასეთი ფრთამოტეხილი და სევდიანი არც არასოდეს არ ვყოფილვარ… ღმერთს ვევედრები, რომ ამ კაცმა ჩვენსკენ გამოიხედოს“ - დიმიტრი ღვთისიაშვილი

დიმიტრი ღვთისიაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს. რეჟისორი მეგობრის, ზურა ბერიკაშვილის მდგომარეობას ეხმაურება და წერს, რომ ერთადერთი, რასაც სამეგობრო ნატრობს, მისი გამოჯანმრთელებაა.„ძვირფასო ადამიანებო! ძვირფასო მეგობრებო, ნაცნობებო, უცნობებო, ჩემო კოლეგებო, ჩემო ნამოწაფრებო და ახლანდელო „შვილებო“, ჩემი მოზარდელების დიდო არმიავ, ნათესავებო, ნათელ-მირონებო, ბავშვობისა თუ სტუდენტობის ძმებო და დებო, ყველას დიდი და განსაკუთრებული მადლობა იმისათვის, რომ თუნდაც 1 წუთი დამითმეთ და მომილოცეთ დაბადების დღე! 56 წლის გავხდი და იმდენი სიყვარული მივიღე თქვენგან, რომ ბევრ დაბადების დღეს გაჰყვება. განსაკუთრებულად მილოცავდნენ ყველა იმ თეატრიდან, სადაც თუნდაც ერთი რეპეტიცია ჩამიტარებია, რომ გადავხედე მოლოცვებს, საქართველოში მოქმედი აბსოლუტურად ყველა თეატრიდან მივიღე მოლოცვა, ნამოწაფრებიდანაც შეიძლება 100 პროცენტით არა, მაგრამ ყველა გამოშვებული ჯგუფიდან მილოცავდნენ. მომილოცეს ამერიკიდან, ინგლისიდან, ლიეტუვადან, გერმანიიდან, უზბეკეთიდან, ესპანეთიდან, ბელორუსიდან, ყაზახეთიდან, სომხეთიდან… ყველას წინაშე ქედს ვიხრი და დიდ მადლობას მოგახსენებთ! ამდენი მოლოცვა ალბათ არცერთ დაბადების დღეს არ მიმიღია, თუმცა ასეთი ფრთამოტეხილი და სევდიანიც არც არასოდეს არ ვყოფილვარ, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი მოლოცვა დამაკლდა! ღმერთს ვევედრები, რომ ამ კაცმა ჩვენსკენ გამოიხედოს, თავისებური ეშმაკური ღიმილით კახურად „შემოგვიკურთხოს“. ის წონასწორობა აღადგინოს, რამაც მთელ საძმოსა თუ საახლობლოს მხარი მოგვტეხა, ოთხ თვეში ჩვენი დაბერებაც მოახერხა და დასევდიანებაც. დიდი მსმელი არ ვარ, თუმცა საკუთარ დაბადების დღეზე მიყვარდა შეთრობა, მხიარულების ბოლომდე შეგრძნება და უერთგულესი და უსაყვარლესი ადამიანების გარემოში გალაღება და „გაფრენა“. დღეს მე და გიგა პირისპირ ორნი დავსხედით ყოველგვარი ზეიმისა და პურ-მარილის გარეშე, ერთი ჭიქა დავასხით, შენი ჩვენსკენ მობრუნებისა ვთქვით და ასე დავიშალეთ. მეტი არც არაფერი გვაქვს ერთმანეთისთვის სათქმელი. ჰოდა, იქნებ ღმერთმა გვისმინოს!“ – წერს დიმიტრი ღვთისიაშვილი.

ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი 1713857157

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც 2024 წლის მაისში განსაკუთრებული წარმატება და იღბალი ელის

როგორც ასტროლოგები ამბობენ, გაზაფხულის ბოლო თვე უპირატესად მშვიდი, ჰარმონიული ენერგიებით იქნება გაჟღენთილი. უფრო მეტიც, ზოდიაქოს ზოგიერთ ნიშანს განსაკუთრებით გაუმართლებს და სხვადასხვა მიმართულებით წარმატებას მიაღწევს:კურო (21 აპრილი - 21 მაისი)2024 წლის მაისში კუროს ნიშნის წარმომადგენლებისათვის შესაძლოა, პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდეს. დიდი შანსია, რომ შეხვდეთ ადამიანს, რომელიც სახალისო თავგადასავალს გაჩუქებთ და ბედნიერებას მოგიტანთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, შესაძლოა, ეს ადამიანი თქვენთან უკვე ახლოსაა, მაგრამ ყურადღებას არ აქცევთ... თავდაჯერებულობა კიდევ უფრო მეტად გაგეზრდებათ და იპოვით შესაბამის მოტივაციას, რომ თქვენთვის საყვარელი საქმეები წამოიწყოთ. ასევე, შესაძლოა, იმიჯის შეცვლა გადაწყვიტოთ. თუ უკვე ხართ ურთიერთობაში, მომდევნო თვე თქვენთან კიდევ უფრო მეტ ჰარმონიასა და სიყვარულს შემოიტანს და თქვენი ცხოვრების ახალი, საინტერესო ეტაპი დაიწყება.ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი)ქალწულებს, როგორც წესი, ყველაფრის წინასწარ დაგეგმვა და მოწესრიგება უყვართ. თუმცა, როგორც ასტროლოგები ამბობენ, 2024 წლის მაისი თქვენს ცხოვრებაში არაერთ დაუგეგმავ სიახლესა და სიურპრიზს შემოიტანს, რომელთა წინასწარ პროგნოზირებაც შეუძლებელია. თუმცა, გახსოვდეთ, ეს სიახლეები დიდ წარმატებასა და აღიარებას მოგიტანთ და გამარჯვებულის პოზიციაში იქნებით. იყავით გამბედავი, ნუ იტყვით უარს თავგადასავლებზე, ახალ ადამიანებთან კომუნიკაციასა და ურთიერთობაზე. წინ საკმაოდ წარმატებული და ნაყოფიერი პერიოდი გელოდებათ.მშვილდოსანი (22 ნოემბერი - 21 დეკემბერი) 2024 წლის მაისი თქვენთვის განსაკუთრებული პერიოდი იქნება, როცა გეგმების განხორციელებისა და საოცნებო პროექტების წამოწყების რეალური შანსი გექნებათ. თქვენს ცხოვრებაში სწორი ადამიანები გამოჩნდებიან, რომლებიც დაგეხმარებიან, რომ დასახულ მიზნებს მიაღწიოთ და თავი ბედნიერად იგრძნოთ. იღბალი თქვენ მხარესაა. იყავით თავდაჯერებული, მასშტაბურ პროექტებთან შეჭიდების ნუ შეგეშინდებათ. ახლა წარმატება იმაზე ახლოსაა, ვიდრე შეიძლება წარმოიდგენდეთ... ვრცლად

ვარლამ ლიპარტელიანი

საზოგადოება 1713857074

ვინ არის ვარლამ ლიპარტელიანის მეუღლე, რომელიც ცნობილი ოჯახიდანაა - წყვილი მეოთხე ვაჟის მოლოდინშია

სპორტსმენი ვარლამ ლიპარტელიანი „ნოესთან“ სტუმრობდა, სადაც ოჯახისა და სიყვარულის შესახებ ისაუბრა.როგორც მან განაცხადა, მალე მეოთხე ბიჭის მამა გახდება, თუმცა, ეს მისმა ოჯახის წევრებმაც არ იციან. მან მეუღლის შესახებაც ისაუბრა.„ჩემი მეუღლე მეხუთე კლასიდან მიყვარდა და ათი წლის მანძილზე კატეგორიულ უარს ვიღებდი მისგან. პირველად, 2011 წელს დავიწყეთ ნაბიჯების გადადგმა. წლების განმავლობაში ბრძოლა არ შემიწყვეტია. მაგ წელს უბედნიერესი ვიყავი და არც ერთი შეხვედრა არ წამიგია. 2012 წელს ევროპის ჩემპიონი გავხდი. როდესაც მამამისს მისი ხელი ვთხოვე, გამატანეს იმ პირობით, რომ ჩემპიონი გავხდებოდი. პირობა შევასრულე და ორი ოქროს მედალი ჩამოვიტანე. ლამაზი თასი გვაჩუქეს და დღემდე ჩვენს ოჯახში სიყვარულის სადღეგრძელო მაგ თასით ისმევა. ჩვენი ქორწილი კონცერტივით იყო. 350-400 კაცი იყო და ყველაზე დასამახსოვრებელი დღე ჩემს ცხოვრებაში სწორედ ეგ არის", - თქვა ვარლამ ლიპარტელიანმა.სპორტსმენის მეუღლე გიული ჭკუასელია. მათ 2013 წელს იქორწინეს და სამი შვილი, დათა, დემეტრე და ერეკლე ჰყავთ. გადაცემაში ვარლამმა გაამხილა, რომ ისინი მეოთხე შვილს ელოდებიან და ამის შესახებ აქამდე არავინ იცოდა. მომავალი შვილის სქესი წყვილმა უკვე გაიგო - ისინი მეოთხე ბიჭის მშობლები გახდებიან.გიული ჭკუასელი ანსამბლ „ერისიონის“ ხელმძღვანელის, ჯემალ ჭკუასელის შვილიშვილია. "ვარლამი არაჩვეულებრივი მამაა, თოთო ბავშვს ვუტოვებდი და ვიცოდი, რომ ისე მიხედავდა, როგორც საჭირო იყო", - ამბობდა სპორტსმენის მეუღლე.

ზვიად შალამბერიძე

რეგიონი 1713856807

„იმერეთი, პირველად ისტორიაში, ევროპის თერმული ქალაქების გენერალურ ანსამბლეას მასპინძლობს“ - ზვიად შალამბერიძე

საქართველოში, პირველად იმართება ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალური ასამბლეა, რომელსაც იმერეთი მასპინძლობს.საერთაშორისო ანსამბლეა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,კურორტების განვითარების სააგენტოს” ეგიდით ტარდება.კურორტ წყალტუბოში 15-მდე ქვეყნის 30-მა წარმომადგენელმა ქართულ მხარესთან ერთად გენერალურ ანსამბლეაზე იმსჯელა ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების საერთო ინტერესებზე, ხედვასა და სამომავლო გეგმებზე.გენერალური ანსამბლეა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ გახსნა და აღნიშნა, რომ 2024 წლის გაზაფხულის ანსამბლეის მასპინძლობა არის რეგიონისთვის ახალი გამოწვევა და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობა. ჩვენ მზად ვართ, დაინტერესებულ პირებს გავაცნოთ მსოფლიოს თერმული წყლების უნიკალური კურორტები, რათა აღმოაჩინონ საქართველო და განსაკუთრებით იმერეთის რეგიონი თავისი უნიკალურობით.,,პირველად ისტორიაში, იმერეთი მასპინძლობს ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების გენერალურ ანსამბლეას, სადაც წარმოდგენილია ევროპის ქვეყნების  დელეგატები. ჩვენ ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გვექნება სხვადასხვა სახის შეხვედრები და ღონისძიებები, ასევე სტუმრები ადგილზე გაეცნობიან თერმული წყლების სპა ცენტრებს და სამკურნალო თვისებებს.  ვფიქრობ, სამი დღის განმავლობაში ძალიან საინტერესო შეხვედრები იქნება და რაც მთავარია მოხდება გაზიარება იმ პრაქტიკის, რომელიც აქვს ისეთივე თერმულ ქალაქებს როგორიცაა წყალტუბო და საირმე“ - ზვიად შალამბერიძე.ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,კურორტების განვითარების სააგენტოს” ხელმძღვანელმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა ყურადღება გაამახვილა კურორტების განვითარების სტრატეგიაზე.ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის პრეზიდენტმა რიკარდო მორტანდელომ გამოსვლაში აღნიშნა, რომ საქართველო და კერძოდ იმერეთი არის უნიკალური თერმული წყლების საბადო და ამიტომ მნიშვნელოვანია აღნიშნული კურორტების ადგილზე გაცნობა და დეტალური ინფორმაციის გაზიარება.ქართული მხარის მიზანია საქართველოში და კერძოდ იმერეთში განვითარდეს სამედიცინო ტურიზმი, მოხდეს ახალი ბაზრების ათვისება და დაინტერესებულ პირებს შევთავაზოთ ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო.იმერეთი არის თერმული წყლების საბადო. მხარეში 33 მინერალური და თერმული წყალია, აქედან ყველაზე მეტი ვიზიტორი წყალტუბოსა და საირმეს ყავს.ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაცია ევროპის 18 ქვეყნის 50 წევრს აერთიანებს, ასევე ასოციაციის საერთაშორისო პარტნიორები არიან ამერიკის შეერთებული შტატები და ბრაზილია. აღნიშნულ ასოციაციას საქართველოდან, იმერეთის რეგიონი 2017 წელს შეუერთდა.