მორიგი სკანდალი სილამაზის კონკურსზე - რატომ დაუპირისპირდა მარკუს მეტრეველი ჟურნალისტებს - exclusive

13:31 07-23-2018
990

მეოთხე წელია, საქართველოში „მის და მისტერ პლანეტა“ იმართება. ლიცენზია კონკურსის ჩატარებაზე სამოდელო სააგენტო „კატრინის“ დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა ეკა მგალობლიშვილმა მოიპოვა და უკვე 4 წელია, საქართველო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ მისებსა და მისტერებს მასპინძლობს. 

სწორედ ამ კონკურსისთვის 21 ივლისს ბათუმში, სასტუმრო „ველმონდში“ გაიმართა ქართველებისთვის შესარჩევი კონკურსი.

საღამო ნინი შერმადინმა და მარკუს მეტრეველმა გახსნეს. კონკურსანტების ჩაცმულობაზე ფატუნა ბუშიჰედმა და ტატანამ იზრუნეს. საღამოს წამყვანსა და კონკურსის ორგანიზატორს, ეკა მგალობლიშვილსაც ფატუნას კაბა ამშვენებდა. სწორედ ეკამ წარგვიდგინა ჟიური, რომელთა უმრავლესობასაც ჟურნალისტები წარმოადგენდნენ. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ ასევე დიზაინერები და სხვა დასხვა პროფესიის წარმომადგენლები.

ფინალი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. როგორც უკვე იცით, საქართველოს მსოფლიო კონკურსზე „მის და მისტერ პლანეტა 2018“ ორი კონკურსანტი წარადგენს, გოგონა და ბიჭი. გოგონას შემთხვევაში კამათი არ ყოფილა ჟიურის წევრებს შორის. ნინი გველესიანი უპირობო ლიდერი გახდა. რაც შეეხება ბიჭებს, აქ ნამდვილი ომი გაჩაღდა ჟიურის წევრებს შორის. კონკურსის ორგანიზატორმა წინ გამოიყვანა ორი მონაწილე (ლუკა თიგიშვილი და ირაკლი ბაღდავაძე), რომლებმაც ერთნაირი ქულები დააგროვეს და ღია კენჭისყრა ჩაატარა. მარკუს მეტრეველი ყველაზე ემოციური გამოდგა ამ დროს. მოგეხსენებათ, მარკუსი სამოდელო სააგენტო „კატრინის“ მოსწავლეების პედაგოგი გახლავთ და თვლიდა, რომ ირაკლი საუკეთესო კანდიდადატი იყო ამ კონკურსისითვის. მომღერალი იმდენად გამოვიდა წყობიდან, ირაკლის გამარჯვება წინასწარ, კენჭისყრამდე მიულოცა. მარკუსის ერთპიროპვნული გადაწყვეტილება ჟურნალისტებმა გააპროტესრეს. საბოლოოდ უმრავლესობამ თავისი გაიტანა და გამარჯვებული ლუკა თიგიშვილი გახდა.

ასე რომ, სექტემბერში საქართველო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მისებს და მისტერებს უმასპინძლებს. ამ კონკურსზე საქართველოს ნინო გველესიანი და ლუკა თიგიშვილი წარადგენენ. ჩვენ წარმატებებს ვუსურვებსთ ქართველ კონკურსანტებს მსოფლიო კონკურსზე.



ავტორი: ნინო მჭედლიშვილი