ჟურნალისტებმა ტრამპისა და პუტინის თვითმფრინავები შეადარეს

12:39 07-23-2018
407

ბრიტანულმა გამოცემა Daily Mail-მა ჰელსინკიში ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების თვითმფრინავები შეადარა. 

ავიალაინერი Ил-96, რომლითაც ვლადიმირ პუტინი ფინეთში ჩაფრინდა, 500 მილიონი დოლარით უფრო იაფია, ვიდრე ტრამპის თვითმფრინავი – მოდიფიცირებული Boeing 747-200B. მისი ღირებულება, შესაბამისად, ერთი მილიარდი დოლარია.  

თვითმფრინავები ერთმანეთისგან მაქსიმალური სიჩქარითაც განსხვავდება. რუსული თვითმფრინავის სიჩქარეა 900 კმ/სთ, ამერიკულის კი – 1000 კმ/სთ. Ил-96 სიგრძე 65 მეტრია, Boeing 747-ის კი – 70 მეტრი. 

გაზეთი "პრაიმტაიმი"; ორშაბათი; 23 ივლისი; 2018 წ. N 480