საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში კახეთში ძლიერი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების შესახებ განცხადება გაკეთდება

18:34 07-22-2018
23

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში კახეთში ძლიერი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების შესახებ განცხადება გაკეთდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბრიფინგი 19:00 საათზე გაიმართება.

კახეთში, ძლიერი ნალექის გამო, რამდენიმე სოფელში სანიაღვრე არხები ადიდდა, დაიტბორა რამდენიმე სახლის ეზო და სარდაფი.