ქართველი მსახიობი ირაკლი კვირიკაძე ენტონი ჰოპკინსთან ერთად ფილმში ითამაშებს

16:09 07-22-2018
34

ქართველი მსახიობი ირაკლი კვირიკაძე ბრიტანელ მსახიობთან, ენტონი ჰოპკინსთან ერთად ფილმში ითამაშებს. ამის შესახებ მისმა მეუღლემ, მოდელმა ელენე მახარაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ფილმს “Now Is Everything” რეჟისორი დანტე სპინოტი იღებს.

კვირიკაძე მეუღლესთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს.

ავტორი: ნინო რაზმაძე