ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ხვალ მირზა სუბელიანს და თენგიზ კალანდიას დაკითხავენ

21:24 07-21-2018
36

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ხვალ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია მირზა სუბელიანს და თენგიზ კალანდიას საპატიმროში დაკითხავენ.

ხორავას 4 ნომერში მომხდარი მკვლელობიდან, რვა თვის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრო ისევ ძიებისა და მტკიცებულებების მოპოვების პროცესშია.

მომხდარზე დაკავებულ კიდევ ერთ მოზარდს, რომელსაც გამოძიება ცრუ ჩვენების მიცემას ედავება, აღკვეთის ღონისძიებად, პატიმრობა დღეს შეეფარდა. გამოძიების ინფორმაციით, თავდაპირველად დ.ღ.-მ ჩვენებაში თქვა, რომ დავით სარალიძესთან ფიზიკურ დაპირისპირებაში, მ.კ.-ც მონაწილეობდა, მოგვიანებით სასამართლოზე ჩვენება შეცვალა.