გვჭირდება პრეზიდენტი, რომელიც ვიზიტებში უბრალოდ კი არ ივლის ლამაზად შეფუთული თაიგულივით - გიგი უგულავა

20:15 07-21-2018
26

ჩვენ გვჭირდება პრეზიდენტი, რომელიც ვიზიტებში ლამაზად შეფუთული თაიგულივით კი არ ივლის, არამედ, მისი ყოველი ვიზიტი დაკავშირებული იქნება ახალი ინვესტიციის მოზიდვასთან.

ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ. 

"ივანიშვილის მმართველობა დასასრულს უახლოვდება, ეს მას სურს თუ არა, დროის ამ დინებას ვერაფერი შეაჩერებს, ეს არის კანონზომიერი და ლოგიკური. ამიტომ მომდევნო პრეზიდენტის ამოცანა უნდა იყოს ქვეყანაში ცვლილებები დადგეს, რყევებისა და არეულობის გარეშე და სწორედ ამის გამკეთებელი არის პრეზიდენტი დავით ბაქრაძე. ჩვენ გვჭირდება პრეზიდენტი, რომელიც ვიზიტებში უბრალოდ კი არ ივლის ლამაზად შეფუთული თაიგულივით, არამედ, ყოველი მისი ვიზიტი დაკავშირებული იქნება ახალი ინვესტიციის მოზიდვასთან, რომელიც აუცილებელია სამუშაო ადგილების შექმნისთვის“, -განაცხადა გიგი უგულავამ.