საქართველოს პარლამენტი სესიიდან სესიამდე ძლიერდება - ირაკლი კობახიძე

16:58 07-21-2018
16

პარლამენტი  სესიიდან სესიამდე ძლიერდება -ეს არის არსებული რეალობა. ჩვენ გვექნება კონკრეტული ინიციატივები იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ პარლამენტის როლი მთლიანად, ხელისუფლების სისტემაში,- ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„პარლამენტი  სესიიდან სესიამდე ძლიერდება -ეს არის არსებული რეალობა. ჩვენ გვექნება კონკრეტული ინიციატივები იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ პარლამენტის როლი მთლიანად, ხელისუფლების სისტემაში. ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტები იქნება, ასევე, ჩვენს დღის წესრიგში შემდეგ სესიაზე. ჩვენ სექტემბერში ვიმუშავებთ აქტიურად, ასევე, განახლდება აქტიურად მუშაობა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, უკვე ნოემბერ-დეკემბერში გვექნება აქტიური სამუშაო პროცესი და მაქსიმუმი გაკეთდება იმისთვის, რომ ჩვენი კანონშემოქმედებითი ფუნქციები კიდევ უფრო განვითარდეს და კიდევ უფრო გაძლიერდეს პარლამენტი, როგორც საზედამხედველო ორგანო. ამ  კუთხით ჩვენ გვქონდა სერიოზული ახალი ინიციატივები, ძალიან მნიშვნელოვანი იყო საგამოძიებო კომისიის შექმნა,  რომელიც ახლაც წარმართავს მუშაობას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენთვის, ჩვენი საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. პარლამენტი  სესიიდან სესიამდე ძლიერდება , განსაკუთრებით, ამ მიმართულებით და გვექნება შემდგომი წინსვლა ზუსტად ამ კუთხით, ზედამხედველობის უკეთ განხორციელების კუთხით“,- განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ.