აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარესა და მინისტრთა კაბინეტს დღეს დაამტკიცებენ

09:44 07-21-2018
13

აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარესა და მინისტრთა კაბინეტს დღეს დაამტკიცებენ. აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესია 15:00 საათზე გაიმართება. 

მათ დასამტკიცებლად 11 ხმაა საჭირო. უმრავლესობა უმაღლეს საბჭოში 14 მანდატს ფლობს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თორნიკე რიჟვაძე წარადგინა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ კი თანამდებობა 4 ივლისს დატოვა.