ქვემო ქართლსა და იმერეთში იაფფასიან ჩინურ მობილურებს NOKIA-ს სასაქონლო ნიშნით ყიდდნენ

11:53 07-20-2018
13

ქვემო ქართლის და იმერეთის რეგიონებში, მობილური ტელეფონებით და მისი აქსესუარებით მოვაჭრე ორი მეწარმე სუბიექტი ჩინური წარმოების იაფფასიანი მობილური ტელეფონების ნიშანდებას NOKIA-ს სასაქონლო ნიშნით ახდენდა და მის რეალიზაციას ბრენდირებული ტექნიკის სახით  ახორციელებდა.

გატარებული საგამოძიებო მოქმედებების  შედეგად, ჯამში ამოღებულია NOKIA-ს სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული 3 791 მობილური ტელეფონი

ორივე ფაქტი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გამოავლინეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.

ავტორი: ნინო რაზმაძე