მარშალ გელოვანის გამზირზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა

09:52 07-20-2018
14
თეგები: ავარია

თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა. 

არსებული ინფორმაციით,დასუფთავების სამსახურის მანქანას „მერსედესის“ მარკის სამარშუტო ტაქსი შეეჯახა და შედეგად დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი დაიღუპა.

.როგორც "პრაიმტაიმს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ს 276 მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ავტორი: ნინო რაზმაძე