დღეს ლეგენდარული მომღერლის და "მიმინოს" შემქმნელის ვახტანგ კიკაბიძის 80 წლისთავია

18:18 07-19-2018
289

ლეგენდარული ქართველი მომღერალი, მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი, ვახტანგ(ბუბა) კიკაბიძე, დაიბადა ქ. თბილისში, 1938 წლის 19 ივლისს. დღეს, მომღერალი, 80 წლის იუბილეს აღნიშნავს.  

მომღარალი, 1959 წლიდან მღეროდა ანსამბლებში: დიელო, რერო, ხოლო 1967 წლიდან, ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლის ორერას სოლისტია. 

ბუბა კიკაბიძე, 1959-1965 წლებში, სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1961-1963 წლებში კი, უცხო ენათა ინსტიტუტში. 

შესრულებული აქვს როლები ფილმებში: - გია(შეხვედრა მთაში),  ბენჟამენ ღლონტი(არ დაიდარდო, 1968), გიორგი მიქელაძე(მე, გამომძიებელი, 1971), პავლე(ვერის უბნის მელოდიები, 1973), ვალიკო მიზანდარი(მიმინო, 1977), ვახტანგი, დავითი, გივი, მუსიკოსი (იცოცხლე გენაცვალე, 1981), და სხვ.; დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი ფილმებისა: იცოცხლე გენაცვალე(1981), მამაკაცები და სხვები(1985).

კიკაბიძე, საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი იყო. ასევე მიღებული აქვს ჯილდოები, პრემიები და პრიზები: 

2013 - უკრაინის დამსახურებული არტისტი

2013 - საქართველოს სახელმწიფო პრემია

1999 - ლეონიდ უტიოსოვის სახელობის პრემია

1998 - პრიზი Золотой Грамофон(რუსეთი)

1998 - თბილისის საპატიო მოქალაქე

1998 - წმინდა კონსტანტინეს რაინდული ოქროს ჯვრის საერთაშორისო ორდენი(რუსეთი)

1997 - ნიკოლოზ სასწაულმოქმედის საერთაშორისო ორდენი(უკრაინა)

1997 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი

1994 - ღირსების ორდენი

1980 - სსრკ სახელმწიფო პრემია

1980 - საქართველოს სახალხო არტისტი

1978 - სსრკ სახელმწიფო პრემია , ფილმისთვის მიმინო

1969 - საერთაშორისო კინო ფესტივალ კარტახანი-70-ის პრემია, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში არ დაიდარდო.

ვულოცავთ, ბატონ ბუბას 80 წლის იუბილეს!

იხ. ფოტოკოლაჟი:

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე