სიღარიბის დაძლევა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, აქტიური ნაბიჯების გადასადგმელად სამართლიანი წესების დადგენაა საჭირო - დავით მათიკაშვილი

00:32 07-13-2018
24

 

.„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში, 2007 წელს, ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს ზედა ზღვარი მოეხსნა და ბანკებს, უფრო მეტად კი, კერძო სექტორს საშუალება მიეცათ, მსესხებლებისგან განუსაზღვრელი თანხები მოეთხოვათ, რამაც ძალიან სერიოზული პრობლემები გამოიწვია,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

.„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში, 2007 წელს, ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს ზედა ზღვარი მოეხსნა და ბანკებს, უფრო მეტად კი, კერძო სექტორს საშუალება მიეცათ, მსესხებლებისგან განუსაზღვრელი თანხები მოეთხოვათ, რამაც ძალიან სერიოზული პრობლემები გამოიწვია ბინიდან გამოსახლებაც კი, მხოლოდ შს მინისტრის გადაწყვეტილებით ხდებოდა და ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში სასამართლო საერთოდ არ ერეოდა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

მისი თქმით, ბინიდან გამოსახლების პრობლემა ახალი ხელისუფლების მოსვლისთანავე, მყისიერად მოწესრიგდა, როცა ეს წესი გაუქმდა და გამოსახლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით ხდება, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო.

„პირველ რიგში, ჩვენ ამ პრობლემის დადგომის მიზეზი უნდა შეგვესწავლა, თუ რა იწვევს თანამოქალაქეებისთვის ასეთ სავალალო შედეგს და შესაბამისი ნაბიჯები იქ უნდა გადაგვედგა. ეს მიზეზი ჭარბვალიანობაა. მდგომარეობიდან გამოსვლის პროცესი უფრო ადრე რომ დაწყებულიყო, უკეთესი იქნებოდა, მაგრამ მამუკა ბახტაძის მიერ ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის დროს წამოყენებული ინიციატივა ნამდვილად კარგია და ამან საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის მყისიერი მხარდაჭერა ჰპოვა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.