100% -ით გამოვრიცხავ, რომ საპრეზიდენტოდ ჩემი კანდიდატურა იყოს წარდგენილი - კახა კახიშვილი

23:30 07-12-2018
31

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი გამორიცხავს მისი საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენას. ამის შესახებ კახიშვილმა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში განაცხადა. 

„100% -ით გამოვრიცხავ, რომ საპრეზიდენტოდ ჩემი კანდიდატურა იყოს წარდგენილი. ამის სურვილი მე არ მაქვს, რადგან მე არ მიყვარს აქტიური პოლიტიკური თანამდებობა. აღნიშნულთან დაკავშირებით შემოთავაზებაც არ ყოფილა“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.