კახა კახიშვილი - სასჯელაღსრულების სამინისტროში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, კიდევ ბევრია გასაკეთებელი

23:21 07-12-2018
26

"სასჯელაღსრულების სამინისტროში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, კიდევ ბევრია გასაკეთებელი" - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კახა კახიშვილმა პირველი არხის ეთერში განაცხადა. კახა კახიშვილს მიაჩნია, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროში რეფორმების გატარება კვლავ გაგრძელდება.

„2012 წლიდან, სისტემა რეფორმების იმდენად მყარ ლიანდაგზე დაჯდა, რომ დარწმუნებული ვარ, ეს რეფორმები გაგრძელდება. სასჯელაღსრულების სამინისტროში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, კიდევ ბევრია გასაკეთებელი თუნდაც, ინფრასტრუქტურული პროექტების, თუ საკანონმდებლო კუთხით, რადგან ეს ისსისტემაა, რომელსაც მუდმივი განახლება სჭირდება“, – განაცხადა კახა კახიშვილმა. 

კახა კახიშვილმა გადაცემაში ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე. მისი თქმით მოსახლეობის დიდ ნაწილს ძალიან უჭირს, მუშაობა სურს, მაგრამ სამუშაო ადგილები არ არის.

„ამისთვის რადიკალური ნაბიჯების გადადგმაა საჭირო და სწორედ ამიტომ მოიწვია პრემიერმინისტრმა კადრები, რაზეც საპარლამენტო უმრავლესობის გუნდმა იმსჯელა და მას წინასწარი თანხმობა მისცა. ხვალ პროფილურ კომიტეტებში იქნება განხილვები, ზეგ პლენარული სხდომები და როგორც უმრავლესობის,ასევე უმცირესობის წევრებს საშუალება ექნებათ, კანდიდატთა გეგმები კონკრეტულად მოისმინონ“,- განაცხადა კახიშვილმა.