"ჩვენ ვართ ძალიან დაკნინებული,წაგებული,მძიმე დღეში ჩავარდნილი საზოგადოება და ქვეყანა" - ადა მარშანია

21:05 07-12-2018
28

"ჩვენ ვართ ძალიან დაკნინებული,წაგებული,მძიმე დღეში ჩავარდნილი საზოგადოება და ქვეყანა" - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა ადა მარშანიამ ტელეკომპანია "იბერიის" გადაცემა "თავისუფალ სივრცეში" განაცხადა. ადა მარშანიას თქმით, ქვეყანას ძალიან ძლიერი და მებრძოლი ხელისუფლება სჭირდება.

"ჩვენ ვართ ძალიან დაკნინებული,წაგებული,მძიმე დღეში ჩავარდნილი საზოგადოება და ქვეყანა. ჩვენი ორი რეგიონი ოკუპირებული და წართმეულია, სანამ ჩვენ არ მივიღებთ ნამდვილად მებრძოლ,ეროვნულ და ქარიზმატულ პირველ პირებს ქვეყანაში და მთავრობის შემადგენლობას თავისი პრემიერით, მე ასე ვუყურებ, მე პოლიტიკოსი ვარ და მხოლოდ ტექნიკური თვალსაზრისით მთავრობის არ მჯერა. ჩვენ ისეთი დონის და სიმძიმის ამოცანები გვაქვს: ქვეყნის გამთლიანება, ამაზე უზენაესი არაფერი არ უნდა გვქონდეს და ამას უნდა მიესადაგოს ძალიან ძლიერი,პატრიოტული,ჭკვიანი და მებრძოლი ხელისუფლება და მთავრობა, ამას ვერ ვხედავთ, ამის ნატამალიც არ არის და ქარიზმა გვაკლია". - განაცხადა ადა მარშანიამ