ნატო-ს პარტნიორი ქვეყნები, ყველა ერთხმად აღიარებს, რომ საქართველო აუცილებლად გაწევრიანდება ნატო-ში - დავით ზალკანიანი

18:47 07-12-2018
16

 

საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის შესახებ დონალდ ტრამპის განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აფასებს, როგორც დასტურს, რომ ქვეყანა აუცილებლად გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი.

მისი თქმით, საქართველო ყოველდღიურად, არამხოლოდ სამიტიდან სამიტამდე, არამედ ყოველდღიურად, აძლიერებს საკუთარ თავდაცვასა და უსაფრთხოებას.

„უდავოა, რომ ნატო-ს პარტნიორი ქვეყნები, ყველა ერთხმად აღიარებს, რომ საქართველო აუცილებლად გაწევრიანდება ნატო-ში. ეს იყო ჯერ კიდევ 10 წლის წინ ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც კიდევ ერთხელ დადასტურდა დღეს. ითქვა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი. ჩვენ გვქონდა ძალიან ინტენსიური დისკუსია უმაღლესი დონის ფორმატში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ნატო-ს წევრი ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურებმა. ძალიან პოზიტიურად იყო შეფასებული ის პროგრესი, რომელიც ქვეყანას აქვს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე, მაგრამ ფაქტია, რომ წევრების გარკვეული რაოდენობა ვერ თანხმდება ვადებთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა მოხდეს ეს, მაგრამ სრული კონსესუნია, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ წევრი ქვეყნები იმ ვადამდე, როდესაც დადგება ეს დღე, როდესაც საქართველო შეუერთდება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, ზრუნავენ, რომ საქართველო გაძლიერდეს, გაძლიერდეს თავდაცვის, უსაფრთხოების მიმართულებით და ამაში მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ. საქართველო ყოველდღიურად, არამხოლოდ სამიტიდან სამიტამდე, არამედ ყოველდღიურად, აძლიერებს საკუთარ თავდაცვასა და უსაფრთხოებას. ამაში ჩვენს პარტნიორებს შეაქვთ საკუთარი წვლილი, ამაში ჩვენ მათი ძალიან მადლიერი ვართ და ამ პროცესით ერთგვარად მწიფდება ის დრო, როდესაც საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი, ანუ, ჩვენი პარტნიორები გვეხმარებიან თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში და ამით ეს პროცესი მიდის წინ, რათა, როდესაც ეს დრო დადგება, საქართველო იყოს ამისთვის სრულად მზად“, – განაცხადა ზალკალიანმა.

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი