"საქმეში გამოჩნდა შავი ფერის ავტომობილი..." - ადვოკატი სმიტების მკვლელობის ახალ დეტალებზე საუბრობს

17:12 07-12-2018
266

ამერიკელი ოჯახის, სმიტების მკვლელობაში ბრალდებულის, მალხაზ კობაურის ადვოკატი ამ წუთებში მის ოჯახის წევრებს ხვდება.

მანამდე, დავით გირგვლიანი მწყემსს სასჯელაღსრულების #8-ე საპყრობილეში, დაახლოებით სამი საათი ხვდებოდა.

როგორც ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.

"ის ადასტურებს ორი უცნობი პირის არსებობას ამ საქმეში, დეტაურად აღწერა მათი აგრეგნობა, პიროვნული მახასიათებლები. საქმეში გამოჩნდა შავი ფერის ავტომობილი, რომლითაც ეს პიროვნებები ხადას ხეობაში მივიდნენ. ის არის მოწმე, მსხვერპლი და არა დამნაშავე", - განაცხადა ადვოკატმა "იბერიას" "ახალ ამბებთან". 

7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადას ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი - 1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმიტი და მისი მეუღლე ლორა - დაღუპული იპოვეს.

მათ ორმაგი მოქალაქის სტატუსი ჰქონდათ მინიჭებული და რამდენიმე წელია, რაც საქართველოში ცხოვრობდნენ.